ბუგრიაანთ კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუგრიაანთ კოშკი — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით სქელი კირის ხსნარზე. გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი, მსგავსი სარკმლები სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომლებსაც კონქის თაღი ეყრდნობა. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული ოდნავ შეისრული კამარით. ეკლესიისათვის მოგვიანებით დაუშენებიათ კოშკი სახელწოდებაც აქედან მოდის, რომლისგანაც კედლების მცირე ნაწილებიღაა დარჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]