ბრჩკო-ბანოვიჩის რკინიგზა

ბრჩკო-ბანოვიჩის რკინიგზა (სერბ.-ხორ. Željeznička pruga Brčko - Banovići / Жељезничка пруга Брчко - Бановићи) — რკინიგზა ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩრდილოეთ ნაწილში. პირველი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მთლიანად ახალგაზრდათა შრომითი აქციების მოხალისეთა მიერ აშენდა.
მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მშენებლობაზე მუშაობდა პირველი ახალგაზრული შრომითი ბრიგადა, მშენებლობა მიმდინარეობდა 1946 წლის 1 აპრილიდან. 62 268 ახალგაზრდა მოხალისე და ათასამდე ბრიგადირი მუშაობდა ამ პროექტზე, გაყვანილი იქნა 92 კმ სიგრძის რკინიგზის ხაზი, გაითხარა ორი გვირაბი, ჯამური სიგრძით 667 მ და აიგო 22 ხიდი, ჯამური სიგრძით 455 მ. მშენებლობა დასრულდა 1946 წლის 7 ნოემბერს რკინიგზა საზეიმოდ გაიხსნა და გაიარა პირველმა მატარებელმა.[1] რკინიგზის ხაზი სოციალისტური შრომის პროპაგანდისტულ სიმბოლოდ იქცა.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Ура за ОРА; Бојан Билбија
- ↑ ОМЛАДИНЦИ ГРАДЕ ПРУГУ БРЧКО - БАНОВИЋИ; Гвидо Тартаља