ბრუკლინის მუსიკის აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბამის შენობა

ბრუკლინის მუსიკის აკადემია (Brooklyn Academy of Music, BAM) — მნიშვნელოვანი საშემსრულებლო ხელოვნებათა დაწესებულება ბრუკლინში, ნიუ-იორკი, ცნობილი როგორც პროგრესული და ავანგარდული წარმოდგენების ცენტრი.

დაარსდა 1861 წელს და მისი პირველი დაწესებულება მონტაგის ქუჩაზე ბრუკლინ-ჰაიტსის უბანში ბრუკლინის ფილარმონიული საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი. ის მოიცავდა ვრცელ თეატრს 2200 მაყურებელზე, მცირე საკონცერტო დარბაზს და დამხმარე სათავსოებს.

1903 წლის 30 ნოემბერს შენობის სრულიად დაწვის შემდეგ, ახალი შენობის აგება გადაწყდა იმჟამად მოდურ უბან ფორტ-გრინში. შენობის საძირკველი 1906 წელს ჩაიყარა ლაფაიეტის გამზირზე, ხოლო გახსნის საზეიმო გალა ჩატარდა 1908 წლის შემოდგომაზე ჯერალდინ ფარარისა და ენრიკო კარუზოს მიერ მეტროპოლიტენის ოპერის პროდუქციის შარლ გუნოს "ფაუსტის" წარმოდგენით. მეტი ბრუკლინში საკუთარ წარმოდგენებს 1921 წლამდე მართავდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]