ბრემსბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრემსბერგი (გერმ. Bremsberg < Bremse – მუხრუჭი და Berg – მთა) — დახრილი გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსასვლელი არ აქვს. ბრემსბერგის მეშვეობით სასარგებლო წიაღისეულს კონვეიერებით ან ვაგონეტებით ზედა ჰორიზონტიდან ქვედა ჰორიზონტზე უშვებენ. დანიშნულების და განლაგების მიხედვით განასხვავებენ მთავარ, პანელურ, შუამავალ და დამხმარე ბრემსბერგებს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]