ბოსტონის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსტონის მთები
კოორდინატები: 35°47′28″ ჩ. გ. 93°06′24″ დ. გ. / 35.79111° ჩ. გ. 93.10667° დ. გ. / 35.79111; -93.10667
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
უმაღლესი წერტილი ტერნერ-უორდ-ნობი (სახელწოდებულებიდან)
სიმაღლე 751 
ფართობი 14.190 კმ²
სიგრძე 320 კმ
ბოსტონის მთები — აშშ
ბოსტონის მთები
სურათები ვიკისაწყობში

ბოსტონის მთები (ინგლ. Boston Mountains) — ქედი აშშ-ში, ჩრდილო-დასავლეთ არკანზასსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ოკლაჰომაში. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 320 კმ-ზე.[1] წარმოადგენს ოზარქსის უმაღლეს წერტილს (751 მ, მთა ტერნერ-უორდ-ნობი).[2][3]

ბოსტონის მთების ხუთი უსახელო მწვერვალის სიმაღლე დაახლოებით 780 მ-მდეა. ღრმად დანაწევრებული პლატო ქმნის ოზარქსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის, სადაც ხეობათა ჩაჭრის სიღრმე 150–470 მ აღწევს. ბოსტონის მთების ფარგლებში სათავეს იღებს არაერთი დიდი მდინარე, რომელთა შორისაა უაიტ-რივერი, ბაფალო-რივერი, კინგზ-რივერი და სხვა.[1]

აგებულია ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და ალევროლითებით, რომლის ფარგლებში განვითარებულია დანაოჭება და რღვევა. ქედის მაღალი ადგილები და მწვერვალები დაფარულია პენსილვანიური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ღრმად ეროზირებული ხეობები ჩაჭრილია მისისიპური ასაკის კირქვებითა და უფრო ქვედა ფენაში ორდოვიციული ასაკის დოლომიტებით.[4]

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბოსტონის მთები ქმნის სექციას, რომელიც თავის მხრივ, შედის ოზარქსის პლატოს პროვინციის შემადგენლობაში.[5]

ბოსტონის მთები წარმოადგენს მე-III დონის ეკორეგიონს, რომლის ფართობია დაახლოებით 112,059 კმ².[6] იგი დაყოფილია მე-IV დონის ორ ეკორეგიონად.[7] იცავს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]