ბუსრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბოსრა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუსრა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Bosra pano Syria.jpg
ქვეყანა სირიის დროშა სირია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 32°31′00″ ჩ. გ. 36°29′00″ ა. გ. / 32.51667° ჩ. გ. 36.48333° ა. გ. / 32.51667; 36.48333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 22
საფრთხის ქვეშ 2013 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 22
რუს.ინგლ.ფრ.

ბუსრა (არაბ. بصرى‎‎‎) — უძველესი ქალაქი სამხრეთ სირიაში. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ არქეოლოგიურ ტერიტორიას და 1980 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.

პირველი დასახლებები ამ ტერიტორიაზე, ნახსენებია ძველი ეგვიპტის ფარაონების - თუთმოს III-ისა და ამენჰოტეპ IV-ის დოკუმენტებში (ძვ.წ. XIV საუკუნე). უკვე ძვ.წ. II საუკუნეში, ბუსრა ნაბატეის სამეფოს ქალაქია. ახ.წ. 106 წელს, აღნიშნული სამეფო რომის იმპერატორ ტრაიანეს გენერალმა კორნელიუს პალმამ დაიპყრო.

რომის იმპერიის შემადგენლობაში, ქალაქს სახელი გადაერქვა და ეწოდა ნოვა-ტრაიანე-ბოსტრა და წარმოადგენდა რომის ერთ-ერთი პროვინციის - ქვიანი არაბეთის დედაქალაქს. ბუსრა რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე აღმოჩნდა, სულ მალე აყვავდა და რეგიონის მთავარი მეტროპოლია გახდა.

VII საუკუნეში ქალაქი სასანიდებმა დაიპყრეს, შემდეგ მას მოჰყვა მცირე ხნიანი ბიზანტიური დაპყრობა და ბოლოს რაშიდთა არმიამ დაიპყრო ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მეთაურობით. ამის შემდეგ, ბუსრას ისლამური ისტორია იწყება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბუსრა&oldid=3205966“-დან