ბორის ნემცოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორის ნემცოვი
ბორის ნემცოვი
ბორის ნემცოვი 2013 წელს
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებული9 ოქტომბერი, 1959
სოჭი
გარდაცვლილი27 თებერვალი, 2015
მოსკოვი

ბორის ნემცოვი (რუს. Бори́с Ефи́мович Немцо́в; დ. 9 ოქტომბერი, 1959 — გ. 27 თებერვალი, 2015) — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.

ბორის ნემცოვი იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის პირველი გუბერნატორი (1991-97). მოგვიანებით მუშაობდა რუსეთის მთავრობაში, სადაც იყო საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრი (1997), რუსეთის ვიცე-პრემიერი და უშიშროების საბჭოს წევრი (1997-98). გუბერნატორად და ვიცე-პრემიერად მუშაობის მომენტში იყო ამ თანამდებობებზე მყოფი ყველაზე ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსი. რამდენიმეჯერ იყო არჩეული ქვეყნის პარლამენტში, 1990 წელს აირჩიეს რსფსრ-ის სახალხო დეპუტატად, ხოლო 1993 წელს — რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოში, 1995-1997 წლებში იყო ფედერაციის საბჭოს წევრი გუბერნატორის თანამდებობაზე.

1998 წელს ჩამოაყალიბა მოძრაობა „ახალგაზრდა რუსეთი“. 1998 წელსვე იყო თანადამფუძნებელი ჯგუფისა „მარჯვენა საქმე“, ხოლო 1999 წელს — ჯგუფისა „მემარჯვენე ძალების კავშირი“. ამ ჯგუფის დაშლის შემდეგ, 2008 წელს, დააფუძნა ლიბერალური პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“ (Солидарность). 1999-2003 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სადაც ეკავა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქცია მემარჯვენე ძალების კავშირის ხელმძღვანელის თანამდებობები. 2003 წლის შემდეგ მუშაობდა ბიზნესის სფეროსა და უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად.

ბორის ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]