ბორის ბრეგვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბორის იაკობის ძე ბრეგვაძე (დ. 19 მარტი, 1926, სარატოვი — გ. 28 მარტი, 2012, სანქტ-პეტერბურგი) — ბალეტის ქართველი მსახიობი, რსფსრ სახალხო არტისტი (1957). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939-1944 წლებში სწავლობდა სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში. 1947 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელთან არსებული დახელოვნების კლასი. 1947–1971 წლებში იყო ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. ბრეგვაძის ცეკვა გამოირჩეოდა დიდი ემოციურობით, მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით. უმთავრესად ასრულებდა გმირულ-რომანტიკული პარტიებს: სოლორი (მინკუსის „ბაიადერა“), ფრონდოსო (კრეინის „ლაურენსია“), ბაყილო (მინკუსის „დონ კიხოტი“), სპარტაკი (ხაჩატურიანის „სპარტაკი“), ოტელო (მაჭავარიანის „ოტელო“) და სხვა. 1962 წლიდან ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]