ბონდო არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბონდო ვალერიანის ძე არველაძე (დ. 23 მაისი, 1932, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, არმენისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სომხური ფილოლოგიის განხრით. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. მისი შრომები, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ქართულ-სომხურ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობას, გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. არველაძის წიგნებიდან აღსანიშნავია: „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1967), „ნარკვევები XX საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1969), „ოვანეს თუმანიანი და საქართველო“ (1969), „მეგობრობის ნათელი ფურცლები“ (1976), „ეღიშე ჩარენცი და საქართველო“ (1977), „იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო“ (1976, თანაავტორი რ. კუსრაშვილი), „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი XIX-XX საუკუნეებში“ (ქართული საზოგადოებისა და ხ. აბოვიანის, გ. სუნდუკიანის, ჰ. თუმანიანის შემოქმედება, 1978), „ვაჰან ტერიანი“ (1985), „ძმობის ჩუქურთმა“ (ი. გრიშაშვილი და მოძმე ხალხთა მწერლობა, 1987), „საიათნოვა“ (1988) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შონია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 194, თბ., 1997,