შინაარსზე გადასვლა

ბონდეს სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონდეს სასახლე განთავსებული რაინდთა სახლის მარჯვნივ, ამჟამად, შვედეთის უმაღლესი სასამრთლოს შენობა

ბონდეს სასახლე (შვედ Bondeska palatset) — სასახლე, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმის ისტორიულ უბან გამლა სტანში, შვედეთში. სასახლე განთავსებულია რაინდთა სახლსა (Riddarhuset) და კანცელარიას (Kanslihuset) შორის და შვედეთის იმპერიის პერიოდის (1611-1718) შესაძლოა ყველაზე გამოჩენილ ნაგებობად მივიჩნიოთ. აგებულია არქიტექტორ ნიკომედუს ტესინ უმცროსისა და ჟან დე ლა ვილას მიერ 1662-1667 წლებში ლორდ გუსტაფ ბონდეს კერძო მამულად. სასახლე დღემდე ბონდეს სახელს ატარებს იმის მიუხედავად, რომ მე-18 საუკუნიდან სტოკჰოლმის, ხოლო 1949 წლიდან შვედეთის უმაღლესი სასამართლოა შენობაში განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]