ბოლშევიკი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლშევიკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბოლშევიკი
მშობ. სახელი: о́стров Большеви́к
გეოგრაფია
ბოლშევიკი (კუნძული) — რუსეთი
ბოლშევიკი (კუნძული)
ბოლშევიკი (კუნძული) (რუსეთი)
მდებარეობა ჩრდილოეთის მიწა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 11 312 კმ²
უმაღლესი წერტილი 935 მ
კრასნოიარსკის მხარე
დემოგრაფია
მოსახლეობა 0

ბოლშევიკი (რუს. о́стров Большеви́к) — ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძული, რომელიც შედის ჩრდილოეთის მიწის შემადგენლობაში, რუსეთი. კუნძული მდებარეობს არქტიკულ ნაწილში და ის მეორე უდიდესი კუნძულია ჩრდილოეთის მიწის კუნძულების ჯგუფში.

კუნძულის ფართობია 11 312 კმ². მისი ტერიტორია მთიანია, კუნძულის უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 935 მეტრი. კუნძულის 30% ყინულებს უკავია, სანაპირო ზოლი ძირითადად ვაკე ტერიტორიებს უკავია, აქ მეჩხრად არის აღმოცენებული მცენარეულობა ხავსი და ლიქენები. ბოლშევიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე არის ფიორდები; აქ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია: ფიორდ ტემანს, ფიორდ სპარტაკს და ფიორდ პარტიზანს.

ბოლშევიკის კუნძული მოსაზღვრე კუნძულებისგან სრუტეების მეშვეობითაა გამოყოფილი, ვილკიცკის სრუტის მეშვეობით კუნძული რუსეთის კონტინენტური ნაწილისგანაა გამოყოფილი, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე ოქტომბრის რევოლუციის კუნძულისგან გამოყოფილია შოკალსკის სრუტით. ბოლშევიკის კუნძულის უკიდურესი დასავლეთი წერტილია, ნეუპოკოევოს კონცხი. ბოლშევიკის კუნძულის სანაპიროებს დასავლეთიდან ესაზღვრება კარის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან საზღვრავს ლაპტევების ზღვა.

ამ კუნძულის პირველი სახელი იწყო, წმინდა ოლგა. მას შემდეგ რაც ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ მას ბოლშევიკი დაერქვა .