ოქტომბრის რევოლუციის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტომბრის რევოლუციის კუნძული
მშობ. სახელი: Остров Октябрьской Революции
გეოგრაფია
ოქტომბრის რევოლუციის კუნძული — რუსეთი
ოქტომბრის რევოლუციის კუნძული
ოქტომბრის რევოლუციის კუნძული (რუსეთი)
მდებარეობა არქტიკა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული ჩრდილოეთის მიწა
ფართობი 14 170 კმ²
სიგრძე 143 კმ
სიგანე 99 კმ
უმაღლესი წერტილი 965 მ
კარპინსკი
მხარე კრასნოიარსკის მხარე
დემოგრაფია
მოსახლეობა 0

ოქტომბრის რევოლუციის კუნძული (რუს. Остров Октябрьской Революции) — უდიდესი კუნძული ჩრდილოეთის მიწის კუნძულების ჯგუფში. ეკუთვნის რუსეთს.

კუნძულის ფართობი შეადგენს 14 170 კმ², მას მსოფლიოს კუნძულებს შორის 59-ე ადგილი უკავია ფართობის მხრივ[1] ამ ტერიტორიის უმაღლესი წერტილი შეადგენს 965 მეტრს, ეს არის მთა კარპინსკი. კუნძულის დიდი ნაწილი ყინულებს უკავია, ყინულები ზღვამდე აღწევს. ამ ტერიტორიის ნაწილი სწორედ ყინულის უდაბნებს უკავია. ეს ადგილები პირველად გამოკვლეული იქნა გიორგი უშაკოვის და ნიკოლაი ურავანცენის მიერ 1930-32 წლებში.[2]

ოქტომბრის რევოლუციის კუნძულის სანაპიროებს დასავლეთიდან ესაზღვრება კარის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან საზღვრავს ლაპტევების ზღვა. სამხრეთით არსებული ბოლშევიკის კუნძულისგან გამოყოფილია შოკალსკის სრუტით, სრუტის სიგრძე შეადგენს 20-38 კილომეტრს. ჩრდილოეთით არსებულ კუნძულ კომსომოლეცისგან გამოყოფილია წითელი არმიის სრუტის მეშვეობით, სრუტის სიგრძე შეადგენს 3-18 კილომეტრს. კუნძულზე მიედინება საკმაოდ გრძელი მდინარეები, ყველაზე გრძელი მდინარეა ოზიორნაია (64 კმ) (ეს მდინარე ყველაზე გრძელია მთელს არქიპელაგში), აქ მიედინება ასევე: უშაკოვი (58 კმ) და მდინარე დიდი (42 კმ). ოქტომბრის რევოლუციის კუნძულზე აგრეთვე მდებარეობს ტბებიც, ყველაზე დიდი ტბაა ფოროდვოე (57 კმ²).

ამ კუნძულის პირველი სახელი იყო წმინდა ალექსანდრა. მას შემდეგ რაც ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ მას ოქტომბრის რევოლუციის კუნძული დაერქვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]