ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დაარსდა 11 თებერვალი, 1951
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა 1100, ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95
სტატუსი სახელმწიფო
კურატორი ოთარ აბულაძე

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მუზეუმი ბოლნისში. დაარსდა 1951 წლის11 თებერვალს. მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა მოიცავს კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს - ენეოლითური ხანიდან გვიანი, შუა საუკუნეების ჩათვლით. აგრეთვე წარმოდგენილია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მასალა.

შენობის პირველი სართულის ერთი დარბაზი დათმობილი აქვს მუნიციპალიტეტში არსებული არქიტექტურული ნივთიერი ძეგლების ნიმუშებს.

მეორე დარბაზის არქეოლოგიურ მასალასთან ერთად განთავსებულია ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი, რელიეფული ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (V ს.), აგრეთვე იოანე ბოლნელის საფლავის ქვა შესრულებული ასომთავრული ეპიტაფიით (XI ს.), ერეკლე II-ის დროინდელი ძვირფასი საეკლესიო წიგნები, 1712 წ. გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

მუზეუმში დაცულია ბოლნისის მკვიდრის, ჰაგიოგრაფი მწერლის იაკობ ცურტაველის „შუშანაკის წამების“ საიუბილეო (1500 წ.) გამოცემა 5 ენაზე ნათარგმნი და დაბეჭდილი.

მეორე სართული ძირითადად დათმობილი აქვს არქეოლოგიურ ექსპოზიციას. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია იშვიათი ხელოვნების ნიმუში ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]