ბოზე-აინშტაინის კონდენსატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბოზე-აინშტაინის სქემატური კონდენსაცია ტემპერატურის დიაგრამასთან მიმართებაში

ბოზე-აინშტაინის კონდენსატი (BEC) — აგრეგატული მდგომარეობა კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ბოზონების ძალიან დაბალი სიმკვრივის მქონე აირის ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს (−273.15 °C ან −459.67 °F) უახლოვდება. მსგავს პირობებში, ბოზონების დიდი ნაწილი იკავებს ყველაზე დაბალ შესაძლო კვანტურ მდგმარეობას (ინგლ. Quantum state), რის შედეგადაც, მიკროსკოპული კვანტური ფენომენი „ტალღის ფუნქციის ინტერფერენცია“ (ინგლ. wavefunction interference) მაკროსკოპულად ხილვადი ხდება. „BEC“ ფორმირდება ექსტრემალურად დაბალი სიმკვრივის (ჩვეულებრივ ჰაერზე დაახლოებით 100 000 ნაკლებად მკვრივი) აირის ულტრადაბალ ტემპერატურამდე გაცივების შედეგად.

ასეთი მდგომარეობის არსებობა პირველად 1924-1925 წლებში ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა,[1] რის შემდეგაც სატიენდრა ნათ ბოზემ გამოაქვეყნა პიონერული ნაშრომი ფიზიკის ახალი დარგის შესახებ, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც კვანტური სტატისტიკა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Einstein, A (10 July 1924). „Quantentheorie des einatomigen idealen Gases“ (PDF). Königliche Preußische Akademie der Wissenschaften. Sitzungsberichte: 261–267.
  2. A.Douglas Stone, Chapter 24, The Indian Comet, in the book Einstein and the Quantum, Princeton University Press, Princeton, New Jersey, 2013.