ბოგდან А092

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოგდან А092
Богдан А092
ბოგდან А092 ჭავჭავაძის გამზირზე
ბოგდან А092 ჭავჭავაძის გამზირზე
მწარმოებელი ქარხანა კორპორაცია „Богдан“
(უკრაინის დროშა უკრაინა)
იწარმოებოდა 2003 — ... წწ
სრული წონა, 7.95-8.3 ტ
აღჭურვილის წონა 5-5.6 ტ
მაქს. სიჩქარე 115 კმ/სთ
ეკო სტანდარტი Euro-2
ტევადობა, ადამ.
სავარძლების რაოდენობა 15-26
სრული ტევადობა (8 ადამ/მ²) 35-43
გაბარიტები
სიგრძე 7430 ან 7730 მმ
სიგანე 2380 - 2390 მმ
სიმაღლე სახურავის მიხედვით 2740 - 2850 მმ
ბაზა 3815 მმ
სალონი
კარების ფორმულა 1-1 (2-1)
ძრავა
ძრავის მოდელი ISUZU 4HG1-T
ISUZU 4HK1-XS (А092.14, А092.04)
ISUZU 4HG1-T (А092S2)
საწვავის ტიპი დიზელის
სიმძლავრე 89 ც.ძ.
საწვავის ხარჯვა 60 კმ/სთ-ზე 26,5 ლ/100 კმ
ტრანსმისია
გადაცემათა კოლოფის ტიპი მექანიკური, 5-საფეხურიანი (6 +1-საფეხურიანი, А092.14)
სიჩქარეების რაოდენობა 5 (6+1, А092.14)

ბოდგან А092 ან Богдан А092 — საშუალო კლასის ავტობუსი, რომლის სერიული წარმოებაც კორპორაცია „ბოგდან“-ის მიერ უკრაინაში 2003 წლიდან მიმდინარეობდა[1]. იმის გამო, რომ ამ ავტობუსებს დიდი რაოდენობით უშვებდნენ, უკრაინის ქუჩებში მათ ხშირად შეხვდებით. ავტობუსები ექსპორტზე გადიან რუსეთსა და საქართველოში. Богдан А092-ებს აქვთ იაპონური Isuzu-ს ავტობუსების შასიზე და მთავარ აგრეგატებზე აწყობილი ძარის კონსტრუქცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 11 თებერვალს ოფიციალურად იქნა წარდგენილი მცირე ზომის საქალაქო ავტობუსის ახალი მოდელი Богдан-А092[2], რომელსაც მოძველებული მოდელი Богдан А091 უნდა ჩაენაცვლებინა. ახალი მოდელის შემუშავებისას ითვალისწინებდნენ, მძღოლებისა და მგზავრების შენიშვნებს, რამაც საშუალება მისცა გარკვეული ნაკლოვანებები აღმოფხვრილიყო, რომლებიც А091 კონსტრუქციის ავტობუსებს ჰქონდათ. 2005 წლამდე საწარმოში ორივე ავტობუსის წარმოება პარალელურად მიმდინარეობდა, 2005 წლის შემდეგ კი А091 მოდელების წარმოება შეწყდა და კორპორაცია „Богдан“-ი მთლიანად А092 წარმოებაზე გადავიდა. 2010 წელს წარდგენილ იქნა А092-ის დაგრძელებული ვერსია, სახელწოდებით А093. 2011 წელს სსს „Черкаський автобус“-ი გამოვიდა კორპორაცია „Богдан“-იდან და ამ წლიდან А092/А093 მოდელების წარმოებით სწორედ ეს სააქციო საზოგადოებაა დაკავებული. სსს „Черкаський автобус“-ის მიერ წარმოებული ახალი ავტობუსებიდან გაქრა წარწერა „Богдан“, შეიცვალა ემბლემა და მძღოლის კაბინის შეღობვა. თვითონ კორპორაცია „Богдан“-მა კი ამ ოჯახის ავტობუსების წარმოება შეწყვიტა.

2012 წლიდან განახლებული А092 მოდელის ავტობუსები იწოდებიან, როგორც Ataman А092. შეკვეთისას შესაძლებელია მძღოლის კაბინის განსხვავებული შეღობვის, დაწებოვებული შუშების, ელექტრონული მარშრუტმანიშნების კომპლექტის და სხვა ოფციების დაყენება[3].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოგდან A-092-ის ნახაზი

ბოგდან А092 — მრავალფუნქციური ავტობუსია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, როგორც:

  • საქალაქო
  • საგარეუბნო
  • სასკოლო

ახალი მოდელის გამოჩენა განპირობებული იყო, როგორც ავტობუს А091 ნაკლოვანებებით, ასევე ეკოლოგიური ნორმატივებს ზრდითა და უსაფრთხო გადაადგილების მოთხოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მოქმედებს ძველი ეკოლოგიური ნორმატივები Euro-0, Богдан-А092 აღჭურვილია დიზელის ძრავით Isuzu-4HE1-TC, რომელიც Euro-3 სტანდარტებს შეესაბამება. ახალი ძრავი ასევე უფრო მძლავრიც გახდა ტურბოკომპრესორის წყალობით. გადაცემათა კოლოფი — მექანუკური, 6-საფეხურიანი. ავტობუსზე ასევე აყენია ABS.

ავტობუსის წინა მხარე შედარებით გათანამედროვდა, ასევე მისი კონსტრუქცია აადვილებს წვდომას ავტობუსის სისტემის სარემონტოდ. შეიცვალა ასევე კარების კონსტრუქცია, რომელნიც მოძრაობის მიმართულებით იღებიან. ამან მგზავრების ასვლა-ჩამოსვლა არამრტო კომფორტული, არამედ უსაფრთხოც გახადა. სიგრძის 215 მმ-ით გაზრდის ხარჯზე გაიზარდა სივრცე უკანა სავარძლების წინ, რამაც საშუალება მისცა ძარის უკანა მარჯვენა მხარეს, კარების გვერდზე განეთავსებინათ ორი სავარძელი ზურგით ფანჯრისკენ, ნაცვლად ერთისა А091 მოდელში. სავარძლების რაოდენობა Богдан-А092-ში — 22, ადგილების საერთო რაოდენობა — 43.

მოდიფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Богдан А092Н — შშმ პირებისთვის ადაპტირებული უკანა კარით
ბოგდან A-092-ები თბილისში

წარმოების პერიოდის განმავლობაში დამზადებულ იქნა ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული რამდენიმე მოდიფიკაცია:

  • Богдан А092.02  — საქალაქო ავტობუსი 5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, ძრავა 89 ც.ძ. სიმძლავრის ISUZU 4HG1-T, რომელიც Euro-2-ის ეკოლოგიურ ნორმებს შეესაბამება;
  • Богдан А092.04  — საქალაქო ავტობუსი 6 +1-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ძრავა 129 ც.ძ. სიმძლავრის ISUZU 4HK1-XS, შეესაბამება Euro-3-ის ეკოლოგიურ ნორმებს[4].
  • Богдан А092.12  — ავტობუსი 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ძრავა 89 ც.ძ. სიმძლავრის ISUZU 4HG1-T, შეესაბამება Euro-2-ის ეკოლოგიურ ნორმებს.
  • Богдан А092.14  — ავტობუსი 6 +1-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ძრავა 129 ც.ძ. სიმძლავრის ISUZU 4HK1-XS, შეესაბამება Euro-3-ის ეკოლოგიურ ნორმებს.
  • Богдан А092S2  — სასკოლო ავტობუსი, 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ძრავა 89 ც.ძ. სიმძლავრის ISUZU 4HG1-T, შეესაბამება Euro-2-ის ეკოლოგიურ ნორმებს, უკანა კარები მექანიკურია[5].

ასევე ახლახანს გაჩნდა ახალი მოდიფიკაცია დაბალ დონიანი იატაკით და უკანა ფართო კარებითა და პანდუსით, რომელსაც ეტლიანი შშმ პირების გადაყვანა შეუძლია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]