ბიჭი ჩიბუხით
იერსახე
ბიჭი ჩიბუხით (ფრანგ. Garçon à la pipe) — უცნობი პარიზელი ბიჭის პორტრეტი, რომელიც დახატა 24 წლის პიკასომ ბატო-ლავუარის საერთო საცხოვრებელში 1905 წელს. ტილო ასახავს ბიჭს, რომელსაც მარცხენა ხელში ჩიბუხი უჭირავს, თავზე კი ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ადევს. ის პიკასოს ვარდისფერი პერიოდის ერთ-ერთი უძვირფასესი ნიმუშია, რომელიც 2004 წელს სოთბის აუქციონზე იმ დროისთვის რეკორდულ ფასად - 104 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ანონიმურმა მყიდველმა.[1] „ბიჭი ჩიბუხით“ შესრულებულია ზეთის საღებავით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Claire Foy-Smith, Who buys paintings for $104m?, BBC News Online, 6 May 2004