შინაარსზე გადასვლა

ბიჭები და გოგონები (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჭები და გოგონები
ჟანრი კომედია
მონაწილეობენ გიორგი კალანდაძე
გია ცინაძე
ვანიკო თარხნიშვილი
თაკო აბაშიძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
ხანგრძლივობა 25 წუთი
კომპანია ფორმულა კრეატივი
ეთერი
ორიგინალური არხი მზე
ეთერში 1 ნოემბერი, 2006დეკემბერი, 2007
ქრონოლოგია
შემდეგი ჩიფსების თაობა

„ბიჭები და გოგონები“ — ქართული იუმორისტული ჟანრის სერიალი, რომელსაც „ფორმულა კრეატივი“ ტელეკომპანია „მზისთვის“ იღებდა. გადიოდა 2006 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე. იგი წარმატებული გამოდგა და 2008 წლის იანვარში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მისი გაგრძელება, „ჩიფსების თაობა“ დაიწყო.

სერიალი მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდების მხიარულ ცხოვრებას მათ კომედიურ თავგადასავლებს, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მიზნებზე, გეგმებზე, პრობლემებზე.

სპეციალურად სერიალისთვის მზადდებოდა დეკორაცია და გადაღება მიმდინარეობდა პავილიონში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაში: ახალდაქორწინებულთა სახლის მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, მთავარი გმირის ოთახში, კაფეში, რადიოს საეთერო სტუდიაში და ქალთა სილამაზის სალონში

მსახიობი გმირი
გიორგი კალანდაძე ნიკა
გია ცინაძე მყუდრო
ვანიკო თარხნიშვილი ლაშა
თაკო აბაშიძე ნატა
გიორგი კალანდარიშვილი დოლჩე
ადელინა გოგუაძე თიკუნა
ანა სანაია თეკლა
ნინო მუმლაძე ნუნუკა
როლანდ ოქროპირიძე ჯუგლაძე
ნიკა ბლიაძე