ბიპაშა ბასუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბიპაშა ბასუ
ბიპაშა ბასუ

ბიპაშა ბასუ (ინგლ. Bipasha Basu, ჰინდი बिपाषा बासु, დ. 7 იანვარი, 1979) ასევე ცნობილია როგორც ბიპაშა ბასუ სინგჰ გროვერიინდოელი მსახიობი და მოდელი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლესთან ერთად
ბოპაშა ბასუს და კარან სინგჰ გროვერის ქორწილის ფოტო
Bipasha Basu promotes 'Raaz 3D' (2).jpg
ბიპაშა ბასუ დიდი ინდური საქორწილო წიგნის პრეზენტაციაზე (5)
ბიპაშა ბასუ დიდი ინდური საქორწილო წიგნის პრეზენტაციაზე

ბიპაშა ბასუ დაიბადა 1979 წლის 7 იანვარს დელიში, ბენგალურ ოჯახში. სახელი "ბიპაშა" შეიძლება ითარგმნოს როგორც "ძლიერი ბნელი სურვილი“.მოგვიანებით, ოჯახი საცხოვრებლად კალკუტაში გადავიდა, სადაც ბიპაშამ პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგა სამოდელო ბიზნესში. ბიპაშას ორი და ჰყავს - ბიდიშა და ბიჯოეტა. ბავშვობაში კანის მუქი ფერის გამო შეუხედავს უწოდებნდენ. მსახიობი სრულყოფილად  ფლობს ჰინდის, ინგლისურ და ბენგალურ ენებს.

სკოლაში გატაცებული იყო კალათბურთით. ოცნებობდა ექიმობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ვაჭრობის სფეროში. დაკავდა ბუღალტერრით. კალკუტაში მენეჯმენტის საფუძვლების შესწავლაც კი დაიწყო, თუმცა კალკუტის სასტუმროში ბიპაშას იღბლიანმა შეხვედრამ აგენტ მეჰრ ჯესიასთან, რომელსაც თავის ნათლიად თვლის,  სრულიად შეცვალა მისი გეგმები.[2]

16 წლის ასაკში ბიპაშამ გაიმარჯვა მოდელების  Godrej Cinthol Supermodel კონკურსში.

17 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ფლორიდაში გამართულ მოდელების საერთაშორისო კონკურსში Ford Supermodel of the world, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. ბიპაშა მიიწვიეს ნიუ-იორკში.  აქ მან  მონაწილეობა მიიღო ავტომობილ ფორდის სარეკლამო კამპანიაში და მისი ფოტოები გამოჩნდა პრიალა ჟურნალების გარეკანზე.[3]

ბიპაშას შეეძლო გამხდარიყო საერთაშორისო კლასის  ტოპმოდელი, მაგრამ სამშობლოსადმი ნოსტალგიის გამო ინდოეთში დაბრუნდა, სადაც განაგრძო რეკლამებში მონაწილეობა და პოდიუმზე გამოსვლა.

ბოლივუდის კინემატოგრაფიაში ბიპაშა სრულიად შემთხვევით მოხვდა, მაგრამ პირველივე ფილმი „უცნობი მზაკვარი“,( 2001, რეჟ.აბას მასტანი) მისთვის იღბლიანი გამოდგა. მსახიობმა მიიღო  ჯილდო Filmfare Award ქალის როლის საუკეთესო სადებიუტო შესრულებისათვის.

მსახიობობის გარდა, ბიპაშა გატაცებულია ფიტნესით.  2006 წელს მან ფიტნეს ინსტრუქტორ მარკ ენტონისთან ერთად გამოუშვა DVD ფიტნეს პროგრამით.[4]

2015 წელს გამოვიდა საშინელებათა ფილმი „მარტოობაში“, 2007 წლის ამავე სახელწოდების ტაილანდური ფილმის რიმეიკი [5] მასში ბასუ თამაშობდა სიამის ტყუპებს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა განცალკევების ოპერაციის დროს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის გადასაღებ მოედანზე მსახიობმა გაიცნო ყოფილი ტელე და იმ დროისათვის კინომსახიობი კარან სინგჰ გროვერი, ფილმის გადაღების შემდეგ მათ დაუწყეს ურთიერთობა და 2016 წლის 30 აპრილს იქორწინეს. გროვერისთვის ეს მესამე ქორწინებაა, თავად ბიპაშასთვის კი პირველი.[6]

მედია რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს The Times of India -ს მონაცემებით ბიპაშა ბასუ ინდოეთის 50 ყველაზე სასურველი ქალების რეიტინგში მე -8 ადგილზე დაიკავა, 2012 წელს მე -13, ხოლო 2013 წელს- მე -7 . ბრიტანულმა ჟურნალმა Eastern Eye  2005 და 2007 წლებში დაასახელა "აზიის ყველაზე სექსუალურ ქალად". [7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Bipasha Basu is now Bipasha Basu Singh Grover!". 13 June 2016. Archived from the original on 21 September 2016. Retrieved 14 December 2016.
  2. Verma, Sukanya; Bhattacharya, Priyanka (17 May 2002). "Desperately seeking Bipasha". Rediff.com Archieved. from the original on 16 December 2018. Retrieved 29 December 2007.
  3. "Bipasha Basu – Fashion Model – Profile with photos, biography and more on FMD". Fashionmodeldirectory.com. Archived from the original on 9 April 2019. Retrieved 7 March 2012.
  4. "Bollywood Bodies (Workout Modelled by John Abraham & Bipasha Basu): John Abraham, Bipasha Basu: Movies & TV". Archived from the original on 23 June 2012. Retrieved 10 April 2012.
  5. Times News Network (TNN) (6 January 2012). "Bipashu Basu to marry by end of 2012?". The Times of India. Archived from the original on 2 December 2012. Retrieved 14 January 2012.
  6. "Bipasha Basu, Karan Singh Grover announce their marriage to get hitched on April 30". Indian Express. 6 April 2016. Archived from the original on 10 April 2016. Retrieved 8 April 2016.
  7. "Times 50 Most Desirable Women". The Times of India. 9 January 2011.Archievedl from the original on 1 July 2012. Retrieved 31 December 2011.
  8. "Times 50 Most Desirable Women of 2011 : The Winners". The Times of India. 4 February 2012. Archived from the original on 17 December 2013. Retrieved 16 February 2012.