ბინგუ ვა მუთარიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბინგუ ვა მუთარიკა
ბინგუ ვა მუთარიკა
მალავის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 2004 – 5 აპრილი, 2012
წინამორბედიბაქილი მულუსი
მემკვიდრეჯოის ბანდა

დაბადებული24 თებერვალი, 1934
ტიოლო, ნიასალენდი
გარდაცვლილი5 აპრილი, 2012
ლილონგვე, მალავი

ბინგუ ვა მუთარიკა (ინგლ. Bingu wa Mutharika; დ. 24 თებერვალი, 1934, ტიოლო, ნიასალენდი — გ. 5 აპრილი, 2012, ლილონგვე, მალავი) — მალავის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 2004-2012 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა დელის უნივერსიტეტი. 1978 წლიდან მუშაობს გაეროში. 1991 წლიდან აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანების (COMESA) გენერალური მდივანია. ოპოზიციაში ედგა მალავის პირველ და მუდმივ პრეზიდენტს ჰეისტინგზ კამუზუ ბანდას. მას შემდეგ, რაც ბანდამ 1994 წელს გამოაცხადა თავისუფალი არჩევნები მუთარიკამ დააარსა გაერთიანებული დემოკრატიული ფრონტი და მოიგო არჩევნები. თავდაპირველად მხარი დაუჭირა პარტიის ლიდერსა და ბანდას მემკვიდრეს ბაქილი მულუსის, ხოლო შემდეგ ეკონომიკური პოლიტიკის გამო დაიწყო მისი კრიტიკა და მიატოვა პარტიის რიგები. დააარსა გაერთიანებული პარტია, მონაწილეობა მიიღო 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მიიღო ხმების 1 %-მდე. განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა გაერთიანებულ დემოკრატიულ ფრონტს, დაინიშნა მალავის სარეზერვო ბანკის თავმჯდომარედ, 2002 წლიდან ეკონომიკური დაგეგმარებისა და განვითარების მინისტრია. 2004 წელს ხმების 37 %-ით აირჩიეს ქვეყნის მეთაურად. ხელახლა აირჩიეს 2009 წლის 21 მაისს.

გარდაიცვალა თანამდებობაზე 2012 წლის 5 აპრილის გულის შეტევით[1][2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]