ბიმეტალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიმეტალიზმი, ფულადი სისტემა, რომლის პირობებში საყოველთაო ეკვივალენტის როლი კანონმდებლობით მიკუთვნებული აქვს ორ კეთილშობილ ლითონსოქროსა და ვერცხლს. ორივე ლითონისაგან მოჭრილი მონეტები შეუზღუდავად ასრულებენ ფულის ყველა ფუნქციას თანაბარი პირობებით. ბიმეტალიზმი, როგორც ფულადი სისტემა, შუა საუკუნეებში დამკვიდრდა; ცნობილია მისი ორი სახეობა: პარალელური ვალუტის სისტემა და ორმაგი ვალუტის სისტემა.

პარალელური ვალუტის სისტემის არსებობისას ოქროსა და ვერცხლის ფასების შეფარდება (პარიტეტი) მყარდება სტიქიურად, მათი საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ეს სისტემა ახასიათებდა ადრეულ პერიოდს. იგი მოუხერხებელი იყო ანგარიშსწორებისათვის, რადგან ოქროსა და ვერცხლის თანაფარდობა და ე. ი., საქონელთა ფასები სისტემატურად იცვლებოდა.

ორმაგი ვალუტის სისტემის არსებობის პირობებში კი პარიტეტს ოქროსა და ვერცხლს შორის აწესებდა მთავრობა; მაგ., ევროპის ქვეყნებში 1865 წელს ეს თანაფარდობა შეადგენდა 1: 15,5.

ბიმეტალიზმი არ პასუხობს განვითარებული სასაქონლო წარმოების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება ფულის ბუნებას, რომელიც მოწოდებულია შეასრულოს საქონელთა საყოველთაო ეკვივალენტის როლი. ბიმეტალიზმის წინააღმდეგობრივმა ხასიათმა და მერყეობამ, ასევე ვერცხლის წარმოების ზრდამ და აქედან გამომდინარე მისი ღირებულების შემცირებამ (ვერცხლისა და ოქროს შეფარდება იყო 1880წ. – 1:18, 1907 წ. – 1: 40) და სხვა ფაქტორებმა XIX ს-ის დასასრულიდან ოქროს მონომეტალიზმზე გადასვლა გამოიწვია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 373-374, თბ., 1977
  • Epstein, David A. (2012). Left, Right, Out: The History of Third Parties in America. Arts and Letters Imperium Publications. ISBN 978-0-578-10654-0.
  • James A. Barnes, "Myths of the Bryan Campaign," Mississippi Valley Historical Review, 34 (დეკემბერი, 1947) online in JSTOR
  • David T. Beito and Linda Royster Beito, "Gold Democrats and the Decline of Classical Liberalism, 1896-1900," Independent Review 4 (Spring 2000), 555-75.
  • Bordo, Michael D. "Bimetallism." in The New Palgrave Encyclopedia of Money and Finance edited by Peter K. Newman, Murray Milgate and John Eatwell. 1992.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]