მონომეტალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონომეტალიზმი, (ბერძ. μόνος monos „ერთი, ერთიანი, ერთადერთი“; მეტალი < ლათ. metallum „ლითონი“) — ფულადი სისტემა, რომლის დროსაც ერთი ლითონი არის საყოველთაო ეკვივალენტი და ფულადი მიმოქცევის საფუძველი. იმის მიხედვით, თუ რომელი ლითონი ასრულებს ამ როლს, მონომეტალიზმი შეიძლება იყოს: სპილენძის, ვერცხლისა ან ოქროსი. სპილენძის მონომეტალიზმი არსებობდა რომში ძვ. წ. III–II საუკუნეებში, ვერცხლისა — რუსეთში (1843-1852 წწ.), ნიდერლანდებში (1847-1875 წწ.), ინდოეთში (1852-1893 წწ.). ჩინეთში დიდხანს არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი, რომელიც ოფიციალურად შეიცვალა 1935 წელს. ოქროს მონომეტალიზმი შემოიღეს XVIII საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში და XIX საუკუნის ბოლოს ევროპის სხვა ქვეყნებში, რუსეთსა და იაპონიაში — 1897 წელს, აშშ-ში — 1900 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]