ბიდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბიდარი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 17°54′00″ ჩ. გ. 77°33′00″ ა. გ. / 17.90000° ჩ. გ. 77.55000° ა. გ. / 17.90000; 77.55000
ფართობი 43 კმ²
ცენტრის სიმაღლე 614 მეტრი
მოსახლეობა 172 298 (2001)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 8482
საფოსტო ინდექსი 585401
ოფიციალური საიტი http://www.bidar.nic.in/
ბიდარი — ინდოეთი
ბიდარი

ბიდარი (ინგლ. Bidar) ― ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარნატაკის შტატში. ბიდარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ესაზღვრება მაჰარაშტრასა და ტელანგანას. ბიდარი სწრაფად ურბანიზებადი ქალაქია და უფრო ფართო ბიდარის მეტროპოლიური ტერიტორიის შემადგენლობაში შედის. ქალაქი ცნობილია არქიტექტურული, ისტორიული და რელიგიური ძეგლებით. ქალაქის მოსახლეობა 200 000-ს აჭარბებს და მისთვის მუნიციპალური კორპორაციის სტატუსი მინიჭებაა მოსალოდნელი.

ბიდარი შტატის დედაქალაქ ბენგალურუდან 744 კმ-ითაა დაშორებული, რის გამოც შტატის მთავრობა დიდი ხნის მანძილზე სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ქალაქი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით და ინდოეთის არქეოლოგიურ რუკაზე გამორჩეული ადგილი უკავია.ქალაქში, დეკანის ზეგანზე მდებარეობს ბიდარის ფორტი, რომელიც 500 წლისაა და კარგადაა შემონახული.[1] არქეოლოგიის, მუზუმებისა და მემკვიდრეობის განყოფილების მიერ გამოცემული წიგნის, „ბიდარის კულტურული მემკვიდრეობა“, დეპარტამენტის მიერ სიაში შეტანილი 61 ძეგლიდან 30 სამარხია, რომლებიც ქალაქში ან მის ირგვლივ მდებარეობს.[2] სწორედ ამიტომ ბიდარს „მოჩურჩულე ძეგლების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ. ბიდარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლის გამო, ბოლო წლებში ქალაქს უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ბოლივუდური ფილმების გადასაღებად.[3]

ინდოეთის საჰაერო სამხედრო ძალების მეორე უდიდესი საწვრთნელი ცენტრი ბიდარში მდებარეობს. ბიდარი ცნობილია ბიდრის ხელნაკეთი პროდუქციითა და მისი მდიდარი ისტორიით. იგი სიქიზმის ერთ-ერთი წმინდა ადგილადაა მიჩნეული. რეგიონის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ბიდარი ჩრდილოეთ კარნატაკის ყველაზე ცივი და ნალექიანი ადგილია. 2009-2010 კალენდარ წელს ბიდარი ინდოეთის მასშტაბით 22-ე და შტატის მასშტაბით მე-5 ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელეს.[4]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი ბიდარის ფორტში

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ბიდირუდან, რაც ბამბუკს ნიშნავს.[5] ქალაქი ბჰადრაკოტადაც არის მოხსენებული.[6]

ტრადიციული გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას ვიდურა ცხოვრობდა, შესაბამისად, თავდაპირველად მას ვიდურანაგარა ეწოდებოდა. ბიდარი იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ნალა და დამაიანტი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ბაჰმანის სასულთნოს შემადგენლობაში ყოფნისას ბიდარს მუჰამადაბადი ეწოდებოდა.[7]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანძილი კარნატაკის მთავარი ქალაქებიდან ბიდარამდე

ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 17.9° და აღმ. გრძედი 77.5°.[8] ბიდარი დეკანის ზეგანის ცენტრალურ ნაწილშია გაშენებული, ზღვის დონიდან 701 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქი მაჰარაშტრისა და ტელანგანის საზღვართან მდეაბრეობს. აღმოსავლეთიდან ტელანგანის რაიონები: ნიზამაბადი და მედაკი ესაზღვრება, ხოლო დასვლეთიდან ― მაჰარაშტრის რაიონები: ლატური, ნანდედი და ოსმანაბადი. სამხრეთი კარნატაკის რაიონი გულბარგა მდებარეობს.[9] დღეისთვის ბიდარის ფართობი 5 448 კმ²-ია.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამთრის სეზონი ნოემბრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ბიდარი კარნატაკის მასშტაბით ერთ-ერთი უცივესი ქალაქია. ზამთრის ღამეებში მინიმალური ტემპერატურა რეგულარულად მერყეობს 11-12 °C-ს შორის. დეკემბერი ყველაზე ცივი თვეა და საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურა 27.3 °C-ს აღწევს. საშუალო დღიური მინიმალური ტემპერატურა 13.4 °C-ია. თებერვლის შუა რიცხვებიდან როგორც დღის, ისე ღამის ტემპერატურა სწრაფად იმატებს. ყველაზე ცხელი თვე მაისია. საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურა 38.8 °C-ის ტოლია, ხოლო საშუალო დღიური მინიმუმი 25.9 °C-ს უდრის. ოქტომბრის პირველ კვირაში სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დასრულების შემდეგ, დღიური ტემპერატურა მცირედით მატულობს, მაგრამ ღამის ტემპერატურა სტაბილურად მცირდება. ოქტომბრის შემდეგ როგორც დღის, ისე ღამის ტემპერატურა იკლებს. ბიდარში მაქსიმალური ტემპერატურა 1931 წლის 8 მაისს დაფიქსირდა და 43.4 °C შეადგინა, ხოლო მინიმალური ტემპერატურა 1901 წლის 5 იანვარს დაფიქსირდა და 2.9 °C-ს გაუტოლდა, რაც კარნატაკაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.

ჰავის მონაცემები — ბიდარი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 35.2 38.8 41.7 42.8 43.6 44.0 36.7 36.1 36.7 36.7 36.1 32.8 44.0
საშუალო მაღალი °C 29.1 32.2 35.8 38.1 38.9 33.7 29.9 28.9 30.0 30.2 29.0 28.0 32.0
საშუალო დაბალი °C 16.3 18.4 21.9 24.4 25.3 22.9 21.7 21.3 21.4 20.4 17.9 15.8 20.6
რეკორდულად დაბალი °C 2.8 6.4 10.2 12.6 14.2 17.2 15.0 18.3 16.7 15.0 11.1 10.0 6.2
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 12.2 2.5 11.4 22.8 21.1 132.8 193.1 211.9 152.5 116.5 29.9 5.0 911.6
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.5 0.3 0.8 2.0 2.7 7.9 10.9 12.0 8.8 5.5 1.5 0.4 53.4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 45 36 36 36 41 59 68 71 67 58 52 49 52
წყარო: India Meteorological Department[10][11]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Bidar fort stands the test of time“. Deccan Herald. 4 January 2010. ციტირების თარიღი: 5 March 2015.
  2. „Bidar has 30 tombs of former kings“. The Hindu. 6 August 2008. ციტირების თარიღი: 5 March 2015.
  3. „Holding fort at Bidar“. The Hindu. 16 September 2011. ციტირების თარიღი: 5 March 2015.
  4. India's cleanest: Where does your city stand?. News.rediff.com (2010-05-13). ციტირების თარიღი: 2013-12-19
  5. About Bidar District | Bidar District, Government of Karnataka | India en-US. ციტირების თარიღი: 20 April 2022
  6. Mohammad Habib and Khaliq Ahmad Nizami. (1970)A Comprehensive History of India: The Delhi Sultanate, A.D. 1206-1526. People's Publishing House.
  7. (1 January 1983) Karnataka Gazetteer, Second, Govt. of Karnataka. 
  8. Falling Rain Genomics, Inc – Bidar. Fallingrain.com. ციტირების თარიღი: 2013-12-19
  9. Map of District.
  10. Station: Bidar Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 147–148. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 18 April 2020
  11. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 18 April 2020