ბიანკა ბალტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბიანკა ბალტი Bianca Balti
Bianca Balti 2010.jpg
ბიანკა ბალტი 2010 წ.
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1984 (36 წ.)
ლოდი, ლომბარდია, იტალია
ეროვნება იტალიელი
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
პროფესია მოდელი
სიმაღლე 176 სმ.
მეუღლე(ები)

კრისტიან ლუჩიდი (2006-20100

მეთიუ მაქ-რეი (ამჟამად)
შვილ(ებ)ი 2 გოგონა
საიტი https://models.com/models/bianca-balti

ბიანკა ბალტი (იტალ. Bianca Balti; დ. 19 მარტი, 1984, ლოდი, ლომბარდია, იტალია) — იტალიელი ფოტომოდელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიანკა ბალტის ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა ალექსი ლიუბომირსკიმ, პირველად გამოჩნდა ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანზე 2004 წელს, ხოლო პირველ სარეკლამო კონტრაქტს მოდელმა 200 წელს მოაწერა მოაწერა ხელი Dolce & Gabbana -სთან მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ცნობილი ჟრნალების Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Elle, Marie Claire, Jalouse-ის ყდებზე.

ბიანკა ბალტი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს Roberto Cavalli, Donna Karan, Christian Dior, Dolce & Cabbana, Valentino, Armani, Missoni, Rolex, Guess, Paco Rabanne, Anna Molinari, Guerlain, Revlon, La Perla, Cesare Paciotti, Mango, Ermanno Scervino,Thierry Mugler-თან. [1]

2005 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონიდან, ბიანკა ბალტი მონაწილეობს ცნობილი დიზაინერებისა  და მოდის სახლების შოუებში. მათ შორისაა: კარლ ლაგერფელდი, ჯანფრანკო ფერე, მარკ ჯეიკობსი, ალექსანდრ მაკ-ქუინი, ჟივანში, ზაკ პოზენი, ჰერმესი, ჯონ გალიანო, გუჩი, ფენდი, პრადა, ვალენტინო, მისონი, შანელი, კრისტიან დიორი, ვერსაჩე, ოსკარ დე ლა რენტა, ნარცისო როდრიგესი, რალფ ლორენი, კაროლინა ჰერერა და დოლჩე და გაბანა.[2]

2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო Victoria's Secret- ის შოუსა და ბრენდის პროდუქციის კატალოგში.

2007 წლის მაისში, მოდელი გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე აზია არჯეტოსა და სტეფანია როკასთან ერთად აბელ ფერარას ფილმის Tales of the Strip Club რეკლამირების მიზნით, სადაც მოდელი ასრულებს ერთ-ერთ როლს.

ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ბიანკა ბალტი პოდიუმს დაუბრუნდა, ასევე გააგრძელა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა. იგი გახდა Cesare Paciotti -სა და St. John-ის მარკის ახალი სახე. მოდელი ასევე გადაღებულია რამდენიმე კალენდრისათვის, მათ შორისაა Pirelli (2011), Wurth (2009).[3]

2012 წლიდან ბიანკა ბალტი მოდის სახლმა  Dolce & Gabbana-მ მსახიობ მონიკა ბელუჩისთან ერთად ახალ სახედ აირჩია.[4]

2012 წლის ზაფხულში რომში, ტრაიანეს ბაზრობაზე გაიხსნა მოდელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოდიუმზე -2010 წელი

ბიანკა ბალტი დაიბადა იტალიურ ოჯახში. მამა- ბრუნო ბალტი (Bruno Balti), მეწარმეა, დედა-მარია მარზანი -(Mariabice Marzani), სამართლის მასწავლებელი. მას ასევე ჰყავს უფროსი ძმა, ალესანდრო, რომელიც ნოტარიუსად მუშაობს და უმცროსი, კარლო ალბერტო, რომელიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობს.

ბიანკა სწავლობდა ლოდის ვერი პიეტროს (Liceo classico Pietro Verri) სკოლაში.

2006-2010 წლებში მოდელი დაქორწინებული იყო ასისტენტ ფოტოგრაფ კრისტიან ლუჩიდიზე. ყოფილ მეუღლეებს ჰყავთ ქალიშვილი მატილდა ლუჩიდი (დაიბადა 2007 წლის გაზაფხულზე).

2016 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდა მეთიუ მაქრეიზე, რომელიც ესპანეთში, მარბელიეზე დასვენებისას გაიცნო.  საქორწინო ცერემონია გაიმართა ფულერტონის სასამართლოს შენობაში.  წყვილს ჰყავს ქალიშვილი მია მაქ-რეი (დაიბადა 2015 წლის 14 აპრილს).  მეთიუ მაქ-რეისთან დაშორების შემდეგ, ბიანკა სალ ლაჰოუდს ხვდებოდა.  შემდგომში  განაახლა მეთიუ მაქ-რეისთან ურთიერთობა. წყვილმა  2017 წლის 1 აგვისტოს ოჯახისა და მეგობრების წინაშე ახალი ერთგულების ფიცი დადო.[5][6][7]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Bianca Balti". Fashion Model Directory.
  2. Campagne con Bianca Balti. Newemotion.it. Retrieved on 10 September 2015.
  3. Francesco Scognamiglio S/S11 Archived 2 April 2015 at the Wayback Machine. wearona. Retrieved on 10 September 2015.
  4. Niven, Lisa. "Bianca Balti For Dolce & Gabbana Light Blue". Vogue (UK). Retrieved 24 March 2017.
  5. "Bianca Balti, la top model icona della bellezza italiana nel mondo". Elle Italia March 2018 (in Italian)
  6. Macon, Alexandra (11 August 2017) "Model Bianca Balti's West Coast Wedding is an Itanian-inspired Dream[მკვდარი ბმული] Vogue. Retrieved 2 July 2020. “The couple married at Fullerton Courthouse on August 1, 2016. On the same date a year later, they renewed their vows in front of family and friends.”
  7. Bianca: «Ho imparato a sentirmi bella, ed è stata una rivincita»[მკვდარი ბმული]