ბზიფის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბზიფის ტაძრის ნანგრევები, 2006 წელი

ბზიფის ტაძარი — ქართული ტაძარი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოფელი ბზიფი.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბზიფის ციხის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ,,ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა, სამი შვერილი აფსიდით და თარიღდება IX საუკუნის II ნახევრით. მისი კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით, კარ-სარკმლები თავსართებითაა შემკული. ტაძრის აღმოსავლეთით ჩანს კიდევ ერთი, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები. ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში გადიოდა ძველი გზა. ციხე კეტავდა ბზიფის ხეობას და გადასასვლელს მდინარეზე. ციხის გალავანს, რომელიც აგებულია კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით, დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად წრიული კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე.

ამჟამინელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეკლესიაც და ციხეც, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია. ეკლესია თითქმის ნანგრევებადაა ქცეული და სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაციას.

ბზიფის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]