ბესლეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბესლეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესლეთში. ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში.

ძეგლი დარბაზული ტიპისაა, შვერილი, ნახევარწრიული აფსიდით. დარბაზი გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედია; მის ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ კედლის ცენტრში თითო არქიტრავული კარია, ხოლო გრძივ კედლებში კარის ორსავე მხარეს ურთიერთსაპირისპირო, ორ-ორი არქიტრავული სარკმელი და ერთსაფე-ხურიანი პილასტრებია. პილასტრები დარბაზს სამ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. საკურთხეველი დარბაზისაგან ერთსაფეხურიანი მხრებითაა გამიჯნული. აბსიდის ჩრდილო ნაწილში ორი, გეგმაში სწორკუთხა თაღოვანი ნიშაა, რომელთაგან და-სავლეთისა შეისრულია, ხოლო აბსიდის სამხრეთ ნაწილში ერთი, გეგმაში სწორკუთხა არქიტრავული ნიშაა. საკურთხევლის იატაკი დარბაზზე ერთი საფეხურით ამაღლებულია. ეკლესია ნაშენია კირქვითა და კირის დუღაბით. კონსტრუქციულ ნაწილებში არის კარგად თლილი ქვა. სახურავი ჩანგრეულია.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]