შინაარსზე გადასვლა

ბესერგენევსკაიის წმინდა ალექსის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესერგენევსკაიის წმინდა ალექსის ეკლესია
ბესერგენევსკაიის წმინდა ალექსის ეკლესია — რუსეთი
ბესერგენევსკაიის წმინდა ალექსის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბესერგენევსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101109000
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1882

ბესერგენევსკაიის წმინდა ალექსის ეკლესია (რუს. Церковь Алексия) — მართლმადიდებლური ეკლესია ოქტომბრის რიონის სოფელ ბესერგენევსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. ეკლესია არის რუსეთის ფედრაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].

ეკლესიის მისამართი: 346497, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სოფელი ბესერგენევსკაია, კოოპერატივის ქუჩა № 52.

ალექსი საკვირველთმოქმედის (მოსკოვის მიტროპოლიტის) სახელობის ეკლესია სტანიცა ბესერგენევსკაიაში მოიხსენიება ჯერ კიდევ 1647 წელს. 1797 წელს ძველი ეკლესიის სიძველის გამო ააგეს ახალი, კვლავ ხის ეკლესია სამრეკლოსთან ერთად. ახალი ეკლესია აკურთხეს 1800 წელს ასევე მიტროპოლიტ ალექსის სახელზე. 1810 წელს სტანიცა გადაიტანეს ახალ ადგილზე, ასევე გადაიტანეს ეკლესიაც. 1858 წელს იგი კიდევ ერთხელ გადაიტანეს, ამჯერად ხუტორ კაზაჩაი-კადამოვსკიში[3].

1882 წელს ხის ეკლესიის ადგილზე ააგეს ქვის ეკლესია. ძველი ეკლესია კიდევ ერთხელ გადაიტანეს ხუტორ იაგოდნიკაში[4]. აკალ ეკლესიას ჰქონდა ორი საკუთხეველი, ერთი მათგანი ნაკურთხი იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის, ხოლო მეორე სამი წმინდანის (ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი) სახელზე[3].

1920-იან წლებში ეკლესია დახურეს და მასში განათავსეს საქონლის საკვების საწყობი. 1957 წელს სამრეკლოს შიგნით აფეთქდა ყუმბარა, რამაც გამოიწვია ბზარების გაჩენა ეკლესიის კედლებში[3].

1992 წელს როსტოვის ოლქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეკლესია აღიარეს რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად[2]..

ამჟამად კელსია კვლავინდებურად მოქმედებს[5].