ბერძნული ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა | საბერძნეთი | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ბერძნული ნაგაზი (ბერძ. Έλληνες βοσκός) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საბერძნეთში ანტიკურ ხანაში.
ძველბერძენი ფილოსოფოსი პლატონი წერდა, რომ ეპირში (საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) ჯერ კიდევ ძვ.წ. 800 წლის წინ არსებობდა მეცხვარე ძაღლის ჯიში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილის გეოგრაფიული იზოლაციის წყალობით, დღევანდელი ბერძნული ნაგაზი პლატონის მიერ ნახსენები ძაღლის შთამომავალია. ჯიში ოფიციალურად აღიარეს 1999 წელს. ეს მედიდური, უნდობი მუშა ძაღლი იცავს ცხვრებს და თხებს, თუმცა არასოდეს მიერეკება და ერთ ადგილას არ აგროვებს მათ. წყვილად მომუშავე ნაგაზები, ჩვეულებრივ, ფარის კიდეებში დარბიან და მგლისგან და სხვა მტაცებლებისგან იცავენ. ამ ჯიშის გამრავლებისას არასოდეს აქცევდნენ ყურადღებას მის შეფერილობას, მათი მიზანი იყო ძლიერი ჩონჩხის, კარგად განვითარებული მუსკულატურის და გრძელი ბალნის მქონე ძაღლის მიღება. ბერძნული ნაგაზი არავის ენდობა და ლოიალურად მხოლოდ ფარის მწყემსს ექცევა.
ბერძნული ნაგაზი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ადვილად ეგუება სიცივეს და სიცხეს, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. აქვს განიერი, ძლიერი დრუნჩი, ძლიერი, დაკუნთული სხეული, ძლიერი ყბები. ბალანი უფრო ხშირია კისერზე, რაც სიცივისგან იცავს. ბალნის შეფერილობა შეიძლება მრავალნაირი იყოს.