ბერმუხა
ბერმუხა — ქართული როკ-ჯგუფი. დაარსდა 1965 წელს. მის მუსიკაში გაერთიანებულია ფოლკლორული მუსიკის ელემენტები რიტმ ენდ ბლუზთან, ჯაზთან და მძიმე როკთან.
ბერმუხა იყო პირველი როკ ჯგუფი, რომელმაც საბჭოთა კავშირში და საქართველოში დაუკრა ამერიკული სტილის მუსიკა და ქართველ მსმენელს როკის ჟანრი გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, 1970-იან წლებში, კომუნისტური რეჟიმისა და საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ მსგავსი ჯგუფები გამოჩნდა, ბერმუხა მათ შორის პიონერი იყო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაჩი ქიტიაშვილი, ჯგუფ ბერმუხას დამფუძნებელი, ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც საბჭოთა პერიოდში აკრძალულ როკ-მუსიკას უკრავდა. მან ჯგუფი დააარსა 1965 წელს, ქალაქ რუსთავში. მას შემდეგ როკ-ჯგუფი პოპულარული გახდა ქართველ ანდერგრაუნდ მუსიკის მოყვარულებში. ჯგუფი რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდა ცნობილ უცხოურ ჰიტებსა და საკუთარ კომპოზიციებს. მისი პოპულარული ჰიტებია „არწივი“ და „დღეს ჩვენ ერთად ვართ“.
მუსიკოსის გარდაცვალებამდე, 2009 წელს, ბერმუხა მონაწილეობდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შიდა შესარჩევ ტურში[1]