ბერილიუმის ჟანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერილიუმის ჟანგი
ბერილიუმის ჟანგი: ქიმიური ფორმულა
ბერილიუმის ჟანგი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაბერილიუმის ჟანგი
ქიმიური ფორმულაBeO
მოლური მასა25.01 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე3.01 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა2,507 °C
დუღილის ტემპერატურა3,900 °C
კლასიფიკაცია
CAS 1304-56-9
PubChem14775

ბერილიუმის ჟანგიბერილიუმის ნაერთი ჟანგბადთან, ქიმიური ფორმულით BeO. თეთრი ფხვნილი. დნობის ტემპერატურაა 2,507°C. სიმკვრივე 3025 კგ/მ³. ბერილიუმის ჟანგი ბუნებაში იშვიათად გვხვდება მინერალ ბრომელიტის სახით. წყალში პრაქტიკულად უხსნადია, მჟავაში გახსნისას წარმოქმნის მარილებს. ტუტეებთან ურთიერთქმედებისას იძლევა წყალში ხსნად მარილებს — ბერილატებს. ბერილიუმის ჟანგს ღებულობენ ბერილიუმის ჰიდროჟანგის ან ამრილების თერმული დაშლით.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას იყენებენ როგორც ცეცხლგამძლე, ინერტულ მასალას ტიგელებისა და სპეციალური კერამიკის დასამზადებლად, ატომურ რეაქტორებში, რენტგენოტექნიკაში, ორგანული სინთეზის დროს კატალიზატორად და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]