ბერგიუზარ ქორელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერგიუზარ ქორელი
Bergüzar Korel.jpg
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1982 (1982-08-27) (37 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
სხვა სახელები ბერგი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2006–დღემდე
მეუღლე(ები) ჰალიტ ერგენჩი
მშობლები მამა: ტანჟუ ქორელი
დედა: ჰიულია დარჯან ქორელი
ჯილდოები ოქროს პეპელა წლის საუკეთესო მსახიობი ქალი

ბერგიუზარ ქორელი (დ. 27 აგვისტო, 1982, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერგიუზარ ქორელი მსახიობების, ჰული დარჯანისა და ტანჟუ ქორელის ოჯახში დაიბადა. ჰყავს უფროსი და, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. მამამისი 2005 წელს გარდაიცვალა კიბოთი.

ბავშვობის წლები თურქეთის ქალაქ ულუსუში გაატარა. პროფესიონალურად თამაშობდა ხელბურთს. საშუალო განათლება კოლეჯში მიიღო, რის შემდეგაც მინარ სინარის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრალურ ფაკულტეტზე მოეწყო. პროფესიული უნარები სიუზან ბასტონთან დახვეწა, რომელიც ნიკოლ კიდმანისა და ტომ ჰენქსის პედაგოგი იყო.

პირველად ტელეეკრანზე 1998 წელს გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა სერიალში „დამსხვრეული ცხოვრება“. შემდეგ იყო ფილმი „მგლის ბილიკი: ერაყი“, რომლის გადაღების დროს ექიმებმა შეატყობინეს, რომ კიბოთი დაავადებული მამის მკურნალობა უშედეგო იყო. ბერგიუზარმა თავდაპირველად როლზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით გადაღებებს დაუბრუნდა.

სერიალში „1001 ღამე“ შეჰრაზადის როლის შესრულებისთვის 2013 წელს გადაეცა ჯილდო „ოქროს პეპელა“.

ბერგიუზარ ქორელს ჰყავს მეუღლე, ჰალიტ ერგენჩი და შვილი ალი ერგენჩი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png