ბენ-ნევისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენ-ნევისი

ბენ-ნევისი
ბენ-ნევისი

კოორდინატები: 56°47′49″ ჩ. გ. 5°00′13″ დ. გ. / 56.79694° ჩ. გ. 5.00361° დ. გ. / 56.79694; -5.00361

მდებარეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 1344 მ
ქედი გრამპიანის მთები
პირველი ასვლა 1771 წლის 17 აგვისტო, ჯეიმზ რობერტსონი
ბენ-ნევისი (გაერთიანებული სამეფო)
Mountain sign.svg

ბენ-ნევისი (ინგლ. Ben Nevis) — კუნძულ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი მწვერვალი გრამპიანის მთების დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს შოტლანდიაში. სიმაღლე 1344 მ. აგებულია გრანიტებით, ანდეზიტებითა და ფიქლებით. აქვს ბრტყელი ზედაპირი, რომელიც დაფარულია მთის მდელოებით. მწვერვალი ხშირად ღრუბლებში და ნისლშია გახვეული.

ბენ-ნევისი ძველი გიგანტური ვულკანის ნაშთია. წარსულში მოქმედი, ამჟამად კი ჩამქრალი ვულკანია. სამხრეთი კალთები დამრეცია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე არის ფლატე, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 460 მ. ფერდობების დაჩრდილულ ნაპრალებში მთელი წლის განმავლობაში თოვლნარია. ბენ-ნევისის სიახლოვეს კლიმატი მკაცრია. მწვერვალზე არის მეტეოროლოგიური ობსერვატორია. პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯეიმზ რობერტსონმა 1771 წლის 17 აგვისტოს.

ბენ-ნევისი შოტლანდიურ-გელურ ენაზეა „Beinn Nibheis“. ამავე დროს, „Beinn“ გელური სიტყვაა და „მთას“ ნიშნავს, ხოლო „Nibheis“ სხვადასხვაგვარად აღიქმება, მაგრამ ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „ბოროტი“ ან „შხამიანი“. „Beinn Nibheis“ ალტერნატიული ინტერპრეტაციის მიხედვით წარმოსდგება „beinn nèamh-bhathais“-გან, სადაც „nèamh“ „ზეცებს“, „ღრუბლებს“, ხოლო „bathais“ „ადამიანის თავის მწვერვალს“ ნიშნავს. კელტურად ბენ-ნევისი „თოვლიან მთას“ ნიშნავს. ადგილობრივი მოსახლეობა მთას შემოკლებით „ბენს“ უწოდებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]