გრამპიანის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თარგი:ინფოდაფა ქედი გრამპიანის მთები (ინგლ. Grampian Mountains) — უმაღლესი მთები დიდ ბრიტანეთში. სიმაღლე 1344 მ-მდე (მთა ბენ-ნევისი). მდებარეობს შოტლანდიაში, გლენ-მორის გრაბენსა და (ჩრდილოეთით) და შოტლანდიის დაბლობს შორის (სამხრეთით). სიგრძე დაახლოებით 250 კმ. აგებულია კრისტალური და მეტამორფული ქანებით, ზედაპირი ოდნავ ტალღოვანია, დანაწევრებულია მდინარეთა ვიწრო ხეობებითა და ტბიური ქვაბულებით. განვითარებულია მყინვარული ეგზარაციის ფორმები. განვითარებულია ზომიერი ოკეანური კლიმატი, გრილი ზაფხულით; ნალექები 1000 მმ-ზე მეტი წელიწადში. კალთებიდან სათავეს იღებენ მდინარეები: ნესი, ტეი, სპეი და სხვა. დამახასიათებელია მანანიანი, ტორფნარები და მთის მდელოები. გრამპიანის მთების აღმოსავლეთით არის დანოტარის ციხე-სიმაგრე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]