ბენიან-ბეგონის 300 არაგველის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბენიან-ბეგონის 300 არაგველის ნიში — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენიან-ბეგონში.

ნიში მდებარეობს ნაციხარ „ცისკარა“-სთან, სამხრეთით, მთავარმოწამის სახელობის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 125 მეტრში. ნიში მიმართულია სამხრეთისაკენ, მთავარმოწამის ეკლესიისაკენ. ძირითადი კორპუსი საფეხუროვანია. სამხრეთ ნაწილში, სანთლის დასანთებად დატანებულია სწორკუთხა ნიშა. კოსპუსის ზემოდან დადგმულია ერთიან ქვაში გამოკვეთილი ჯვარი, რომლის ზედა და განივი მკლავები ,,სამყურასებრი“ სამმაგი რკალებითაა დასრულებული. ჯვრის როგორც წინა, ისე უკანა ზედაპირზე მხედრული წარწერაა. წინა პირზე წერია: „დიდება სამას არაგველს“. ზურგის მზარეს წარწერა დაზიანებულია და ძნელია ზუსტად ტექსტის გარჩევა. თუმცა ასო-ნიშანთა მიმსგავსებით აქაც ანალოგიური ტექსტი უნდა იყოს ამოკვეთილი. 300 არაგველის ნიშთან ავდივართ ნატეხი ქვით გაკეთებული პატარა კიბით, რომელსაც ორივე მხრიდან ასევე ნატეხი ქვის მშრალი წყობით ამოყვანილი მოაჯირი აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 36124