ბენეტის კუნძული
იერსახე
მშობ. სახელი: Остров Беннетта | |
---|---|
![]() თანამგზავრული ფოტოსურათი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
კოორდინატები | 76°41′21″ ჩ. გ. 148°56′14″ ა. გ. / 76.68917° ჩ. გ. 148.93722° ა. გ. |
ფართობი | ≈150 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 426 მ |
ფედ. სუბიექტი | სახა (იაკუტია) |
ბენეტის კუნძული[1] (რუს. Остров Беннетта) — კუნძული დე ლონგის კუნძულთა ჯგუფში, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში (რუსეთის ტერიტორია, იაკუტია). ფართობი დაახლ. 150 კმ². სიმაღლე 426 მეტრამდე. ნაპირები კლდოვანი და მაღალია. დაფარულია მყინვარებით, რომლებიც ზღვაში ეშვება. კუნძული 1881 წელს აღმოაჩინა ჯორჯ დე ლონგის ამერიკულმა ექსპედიციამ. სახელი ეწოდება ჯეიმზ გორდონ ბენეტ უმცროსის პატივსაცემად, რომელმაც ეს ექსპედიცია დააფინანსა.[2]

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 33.
- ↑ Беннетта остров // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 3 — М., 1970. — стр. 199.