ბელარუსის სახელმწიფო ფილარმონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელარუსის სახელმწიფო ფილარმონია
ბელარ. Беларуская дзяржаўная -філармонія
კოორდინატები 53°54′52″ ჩ. გ. 27°35′05″ ა. გ. / 53.91444° ჩ. გ. 27.58472° ა. გ. / 53.91444; 27.58472
მდებარეობა მინსკი, ბელარუსი
თარიღდება 25 აპრილი, 1937

ბელარუსის სახელმწიფო ფილარმონია (ბელარ. Беларуская дзяржаўная -філармонія) — ფილარმონია მინსკში, არქიტექტორი გ. ბენედიქტოვი.

ოფიციალურად გაიხსნა 1937 წლის 25 აპრილს სიმფონიური ორკესტრის, ბელორუსიის სახალხო ინსტრუმენტების ორკესტრის, ბელორუსიის სახალხო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის და ბელორუსიის საგუნდო კაპელის შემადგენლობით.

1963 წლის აპრილში გაიხსნა 930 ადგილიანი საკონცერტო დარბაზი იაკუბ კოლასის მოედანთან.

2004 წელს შენაბას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რომლის დროსაც გაუმჯობესდა დარბაზის აკუსტიკა, განათა. მაყურებელთა დარბაზში ადგილები 688-მდე შემცირდა და გაიხსნა გ. შირმას სახელობის მცირე დარბაზი (200 ადგილიანი).

2005 წლის 26 იანვარს განახლებულ დარბაზში ჩატარდა პირველი კონცერტი.

შემოქმედებითი კოლექტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური სიმფონიური ორკესტრი
  • ჟინოვიჩის სახელობის ბელარუსის ეროვნული აკადემიური ხალხური ორკესტრი
  • ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური საგუნდო კაპელა
  • ბელარუსის სახელმწიფო კამერული ორკესტრი
  • ბელარუსის სახელმწიფო კამერული გუნდი
  • სოლისტების ანსამბლი „კლასიკოს-ავანგარდისტები“
  • მინსკის სასულე კვარტეტი
  • სოლისტების ანსამბლი ი. ივანოვის ხელმძღვანელობით
  • ბელარუსის ხალხური მუსიკის სახელმწიფო ანსამბლი „Свята“
  • ანსამბლი „Камерата“
  • ფოლკლორული ჯგუფი „Купалінка“
  • საკონცერტო-საგასტროლო განყოფილება
  • საბავშვო და ახალგაზრდების ფილარმონია
  • ბელარუსის პოეტური თეატრი „Зніч“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]