ბეილივიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეილივიკი (ინგლ. bailiwick) — ბეილიფის იურუსდიქციის სფერო დიდ ბრიტანეთში. ტერმინს ასევე იყენებენ იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც არ არიან ბეილივიკები და რომლებზეც შერიფის ფუნქციებს ასრულებენ სამეფო ხელისუფლების მიერ დანიშნული ბეილიფები. დღეისათვის ტერმინი ძირითადად გამოიყენება ცერემონიალური დანიშნულებით.

ტერმინი წარმოიშვა ძველფრანგული სიტყვა ბალისაგან (baili). ბალი შუა საუკუნეების საფრანგეთში იყო მეფის წარმომადგენელი ბაილიაჟე-ში, რომელსაც ჰქონდა სასამართლო ხელისუფლება და ასრულებდა კონტროლის ფუნქციას ადგილობრივ ადმინისტრაციაზე. სამხრეთ საფრანგეთში ბალის ანალოგი იყო სენეშალი. ბაილიაჟეების ადმინისტრაციული ქსელი შეიქმნა XIII საუკუნეში შუასაუკუნეების ფისკალურ (სასამართლო) ან საბაჟო (baillie, აქედანაა დასახელებაც) რაიონების საფუძველზე.

ბეილივიკი (გერმ. Ballei) ასევე იყო ტევტონთა ორდენის ტერიტორიული ერთეული.

ინგლისურ ენაში ფრანგული ენის საფუძველზე დაემატა ანგლო-საქსონური სუფიქსი -wic, რომელიც სოფელს აღნიშნავდა. ახალ ტერმინს უნდა განესაზღვრა სოფლის ოლქის ბეილიფი — მისი პასუხისმგებლობის ფაქტობრივი ტერიტორია. XIX საუკუნეში ამერიკაში ამ სიტყვას იყენებდნენ, როგორც მოღვაწეობის სფეროს, პასუხისმგებლობის, ცოდნის მეტაფორას.

დღეს ტერმინს იყენებენ ნორმანდიის კუნძულები მიმართებაში, რომლებიც ადმინისტრაციული მიზნით დაჯგუფებულია ორ ბეილივიკში:

თითოეული ბეილივიკი იმართება საკუთარი ბეილიფის მიერ.