ბედონის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბედონის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონის განაპირას. თარიღდება X-XI საუკუნეებით. კოშკი ზურგიანია. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკს ნახევარწრიული მოხაზულობის ზურგი მთისკენ აქვს მიქცეული, პირი — ხევსიკენ. დანგრეული კოშკის ქვედა სართულის დასავლეთი კედელი მოგვიანებით აღუდგენიათ და კოშკი სამლოცველოდ უქცევიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]