ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი
| ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი | |
| ინდონეზიის მე-3 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 21 მაისი 1998 – 20 ოქტომბერი 1999 | |
| წინამორბედი | სუჰარტო |
| მემკვიდრე | აბდურაჰმან ვაჰიდი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 მარტი, 1998 – 21 მაისი 1998 | |
| პრეზიდენტი | სუჰარტო |
| წინამორბედი | ტრი სუტრისნო |
| მემკვიდრე | მეგავატი სუკარნოპუტრი |
მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 29 მარტი, 1978 – 16 მარტი, 1998 | |
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
| მემკვიდრე | რახარდი რამელანი |
| დაბადებული | 25 ივნისი, 1936 პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი |
| გარდაცვლილი | 11 სექტემბერი, 2019 (83 წლის) ჯაკარტა |
| პოლიტიკური პარტია | გოლკარი |
| რელიგია | ისლამი |
ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი (დ. 25 ივნისი 1936 , პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი — გ. 11 სექტემბერი, 2019, ჯაკარტა) — ინდონეზიელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სუჰარტოს გადადგომის შემდეგ ეკავა ინდონეზიის პრეზიდენტის თანამდებობა 1998-1999 წწ.
1998 წელს აზიის ფინანსური კრიზისის შედეგად ინდონეზიაში სწრაფად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. ამავე პერიოდში სუჰარტო მეშვიდედ აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1998 წლის მარტში ჰაბიბი დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტად. ქვეყანაში განვითარებული მასობრივი მღელვარებების გამო 21 მაისს სუჰარტო იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, იმავე დღეს ჰაბიბი გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი.
ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ პრეზიდენტ ჰაბიბის პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 20 %. 1999 წლის 20 ოქტომბერს პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად აირჩია ისლამური ოპოზიციის ცნობილი ლიდერი აბდურაჰმან ვაჰიდი. ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი გადადგა თანამდებობიდან. თანამდებობის დატოვების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა გერმანიაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Archived version of Habibie's homepage while he served as the State Minister of Research and Technology
- The Habibie Center, an NGO founded by Habibie