ბაჰამის კუნძულების შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაჰამის კუნძულების საზღვაო ფლოტის დროშა
ხომალდი HMBS Bahamas P-60 ნასაუში

ბაჰამის კუნძულებს არ ჰყავს არმია და საჰაერო ძალები. მისი სამხედრო ძალებს წარმოადგენს ბაჰამის კუნძულების სამეფო შეიარაღებული ძალები (R.B.D.F.) და ბაჰამის კუნძულების ფლოტი. თავდაცვითი აქტით, R.B.D.F. დედოფლის სახელით უფლებამოსილია დაიცვას ბაჰამის კუნძულები, დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა, აკონტროლის მისი წყლები, უბედურების ჟამს უზრუნველყოს დახმარება, ბაჰამის კუნძულების შეიარაღებული სააგენტოების კანონის საფუძველზე შეინარჩუნოს წესრიგი და შეასრულოს ყველა ის მოვალეობა, რაც მას განსაზღვრული აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. თავდაცვითი ძალები ამავე დროს კარიბის გაერთიანების (CARICOM) რეგიონული უსაფრთხოების დავალებათა ძალების წევრია.

ბაჰამის კუნძულების სამეფო შეიარაღებული ძალები ოფიციალურად 1980 წლის 31 მარტს შეიქმნა. მის მოვალეობებში შედის ბაჰამის კუნძულების დაცვა, ნარკოტიკების კონტრაბანდის, არალეგალური იმიგრაციისა და ბრაკონიერობის შეჩერება, ასევე მეზღვაურთა დახმარება როდესაც და სადაც კი ეს შეეძლებათ. შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია 26 სანაპირო და ნაპირსახლო ხომალდიანი ფლოტი, ასევე 6 საჰაერო ხომალდი და 1500-ზე მეტ კაციანი პერსონალი, სადაც 65 ოფიცერია და 74 ქალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]