ბახტიარ ვაჰაბზადეს სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბახტიარა ვახაბზადეს სახლ-მუზეუმი)
ბახტიარა ვახაბზადეს სახლ-მუზეუმი
აზერ. Bəxtiyar Vahabzadənin ev-muzeyi
მდებარეობა შაქი, აზერბაიჯანი
დაწყების თარიღი 27 ოქტომბერი, 2015
დასრულების თარიღი 31 აგვისტო, 2018

ბახტიარ ვაჰაბზადეს სახლ-მუზეუმი (აზერ. Bəxtiyar Vahabzadənin ev-muzeyi) — მემორიალური მუზეუმი, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელ პოეტს, დრამატურგს, ლიტერატურულ კრიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს ბახტიარ ვაჰაბზადეს. მუზეუმის შენობა მდებარეობს ქალაქ შაქიში, სადაც ცხოვრობდა ვაჰაბზადე. მუზეუმი, თავის მხრივ, წარმოადგენს კულტურულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომელიც ატარებს აზერბაიჯანელი პოეტის ბახტიარ ვაჰაბზადეს მემკვიდრეობის სიღრმისეულ კვლევას, ასევე მუზუმი დაკავებულია შესაბამისი მასალების შეკრებითა და დაცვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახტიარ ვაჰაბზადეს სახლ-მუზეუმი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2015 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, რომელიც პოეტის დაბადების 90 წლისთავთან იქნა დაკავშირებული.[1] 2017-2018 წლებში სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და სამხატვრო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 2018 წლის 31 აგვისტოში შედგა მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი.

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპოზიცია განლაგებულია 70 მ² ტერიტორიაზე მდებარე სამ ოთახში. მუზეუმში წარმოდგენილია მრავალი დოკუმენტი, წიგნი, ხელნაწერი, ფოტო და საარქივო მასალა, პირადი ნივთები, რომლებიც მიწოდებულ იქნა ბახტიარ ვაჰაბზადეს ოჯახის მიერ. სულ 735 ექსპონატია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]