ბაყალხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაყალხანა — სურსათ-სანოვაგის ბაზარი აღმოსავლეთის ქალაქებში. ამ სახელით ცნობილი იყო ძველი თბილისის ორი ადგილი, სადაც ხილ-ბოსტნეულითა და სხვა სანოვაგით მოვაჭრეთა (ბაყლების) დუქნები იყო განლაგებული. ერთი მათგანი იყო ავლაბარში, ახლანდ. მეტეხის ქუჩის სწვრივად; მეორე, ძირითადი, თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედანზე მდებარეობდა. ზოგიერთი ცნობით, ბაყლებს დუქნები ვერცხლის ქუჩის ბოლოშიც ჰქონდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 19. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1985