ბაქოს მარიონეტების თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქოს მარიონეტების თეატრი (აზერ. Bakı Marionet Teatrı) — თოჯინების თეატრი ბაქოში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია თარლან გორჩუ[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოში თოჯინების თეატრი დაარსდა 1988 წლის 20 აპრილს აზერბაიჯანის თეატრის მუშაკთა კავშირის ქვეშ. პირველი დადგმული სპექტაკლი უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერეტაზე დაფუძნებული „არშინ მალ ალანი“ იყო.

1993 წელს თეატრმა მიიღო მუნიციპალური თეატრის სტატუსი. 2013 წლიდან იგი მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული იჩერიშჰერის ადმინისტრაციის სტრუქტურაში.

2016 წელს თეატრმა დაიწყო ფუნქციონირება.

თეატრი მდებარეობს „იჩერიშეჰერის“ ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში, რომელიც აშენდა 1880-იან წლებში და ეკუთვნის სალიმხანოვის სავაჭრო ოჯახს. ხანძრის შედეგად შენობა მრავალი წლის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1986 წელს ქალაქის ხელისუფლებამ შენობის რეკონსტრუქცია მოახდინა. 2013 წელს ჩატარდა განმეორებითი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და 2016 წელს თოჯინების თეატრმა არსებობის ისტორიაში პირველად მიიღო მუდმივი სცენა[2][3].

2016 წლის 24 დეკემბერს თეატრის გახსნის ცერემონია გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მონაწილეობით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кукольный домик Тарлана Горчу: Пандемия дала нам возможность полностью завершить все реставрационные работы в театре - ФОТО
  2. Мир, который в Баку больше нигде не найдешь. Media.Az побывала в Театре марионеток и поговорила с актерами
  3. Магический мир Бакинского театра марионеток (ФОТО)