ბატაისკის ამაღლების ტაძარი
| ბატაისკის ამაღლების ტაძარი | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | როსტოვის ოლქი |
| ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | 1872 |
| ბატაისკის ამაღლების ტაძარი | |
ბატაისკის ამაღლების ტაძარი (რუს. Храм Вознесения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1872 წელს.
ტაძრის მისამართი: 346889, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი ბატაისკი, ციმლიანის ქუჩა № 16ა / უკრაინის ქუჩა № 156ბ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ეკლესიის დანგრეული სამრეკლო | |
| ეკლესიის თანამედროვე სახე | |
ამაღლების ტაძარი ააგეს 1872წელს სოფელ კოისუგში (ამჟამად ბატაისკის ნაწილი). ტაძარი იყო ხის და იდგა აგურის ცოკოლზე. მას ჰქონდა ხუთი გუმბათი: ერთი დიდი და ოთხი პატარა. ამაღლების ეკლესიის სამრეკლო აგურისგან იყო აშენებული. წმინდა სინოდის სამეურნეო განყოფილების დოკუმენტების თანახმად 1910 წლის მდგომარეობით ტაძრის შემადგენლობაში შედიოდა სკოლა, სადარაჯო, კელია და სათავსო[1].
1930-იან წლებში ამაღლების ტაძარი დახურეს და დაანგრიეს. დღემდე შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლოს პირველი სართული.
1989 წელს სსრკ-ის გარდაქმნის წლებში დარეგისტრირდა ამაღლების ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი და 1990 წელს ყოფილი საეკლესიო ბაღის ტერიტორიაზე დაიწყეს ამაღლების ეკლესიის აღდგენა ბორის ვინიკოვის პროექტის მიხედვით. 1995 წლის 4 ნოემბერს აღესრულა პირველი საღვთო ლიტურგია[2]. 2006 წელს ააშენეს ახალი სამრეკლო და აღჭურვეს ზარებით. ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები სრულიად დასრულდა 2006 წელს და ამავე წლის 5 სექტემბერს აკურთხეს.
ტაძრის წინამძღვარია ვალერი შილჩენკო[3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сайт храма დაარქივებული 2017-11-09 საიტზე Wayback Machine.
- Батайск. Церковь Вознесения Господня.
- Храмы города Батайска
- В храме Вознесения Господня Батайска состоялся выпуск учащихся курсов звонарей დაარქივებული 2017-07-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ История храма. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-10. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
- ↑ История прихода. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-15. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
- ↑ Иерей Валерий Шильченко
