ბასმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასმატისა (მარჯვნივ) და ჩვეულებრივი ბრინჯის (მარცხნივ) შედარება

ბასმატი არის გრძელი, წვრილმარცვლოვანი არომატული ბრინჯის ნაირსახეობა, რომელიც ტრადიციულად ინდოეთის ნახევარკუნძულიდან არის დამახასიათებელი. 2018-19 წლის მონაცემებით, ბასმატის ექსპორტის უდიდესი წილი, 65% ინდოეთიდან იყო განხორციელებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი პაკისტანმა შეადგინა.[1] ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ ბასმატი, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივი ბაზრების დასაკმაყოფილებლადაა განკუთვნილი. ამასთან, ბასმატი გეოგრაფიულად გავრცელებულია ინდოეთისა და პაკისტანის ცალკეული რაიონებისთვის.[2]

ინდოეთის სამთავრობო სააგენტოს APEDA– ს თანახმად, ბრინჯს მოიხსენიებენ როგორც ბასმატი, თუ მისი სიგრძე მინიმუმ 6,61 მმ -ია და სიგანე ორ მილიმეტრს აღემატება.

ისტორია და ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა ბასმატი მომდინარეობს ჰინდიდან बासमती ბასმატი, რაც სიტყვასიტყვით "სურნელოვანს" ნიშნავს. ითვლება, რომ ბასმატის ბრინჯი საუკუნეების განმავლობაში იყო გაშენებული ინდოეთის ნახევარკუნძულზე. ყველაზე ძველი ჩანაწერები ბრინჯის ამ ჯიშზე ჰეერ რანჯაში გვხვდება, რომელიც 1766 წლითაა დათარიღებული.

ბასმატი შუა აღმოსავლეთში და შუა აზიაში არაბმა და მუსლიმმა ინდოელმა ვაჭრებმა შემოიტანეს. ის რჩება არა მხოლოდ ინდოეთის ნახევარკუნძულის სხვადასხვა სამზარეულოს მნიშვნელოვან ნაწილად, არამედ ახლა იგი ასევე გამოიყენება შუა აზიის, სპარსეთის, არაბული და ახლო აღმოსავლეთის სხვა სამზარეულოებშიც. ამ ტიპის ბრინჯის მოყვანა და ექსპორტი მხოლოდ ინდოეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოების მიერ ხდება.

პროდუქცია და მოყვანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასმატით მომზადებული კერძი

ინდოეთში მსოფლიოში ბასმატის 70%-მდე მოჰყავთ. მათი მცირე ნაწილი ბუნებრივად მოდის. ორგანიზაციები, როგორიცაა ხეტი ვირასატ მისია, ცდილობს გაზარდონ ბასმატის ბრინჯის რაოდენობა, რომელიც პუნჯაბის პროვინციაში მოჰყავთ. [3]

ინდოეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთში ბასმატის ბრინჯის წარმოების უმაღლესი ხარისხის ნიშნის მქონე ადგილებია პენჯაბის, ჰარიანას, ჰიმაჩალ პრადეშის, დელიის, უტარახანდის, დასავლეთ უტარ-პრადეშის, ჯამუსა და ქაშმირის შტატებში. ინდოეთის ბასმატის მთლიანი წარმოება 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის ივნისამდე იყო ხუთი მილიონი ტონა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტამდე ინდოეთმა 4.4 მილიონი ტონა ბასმატის ბრინჯის ექსპორტი მოახდინა. 2015-16 წლებში საუდის არაბეთი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები იყო სამი უდიდესი მიმართულება ინდოეთის ბასმატის ბრინჯის ექსპორტისთვის და ამ სამ ქვეყანაში ექსპორტმა შეადგინა ინდოეთის ბასმატის ექსპორტის ნახევარზე მეტი.[4] 2015-16 წლებში ინდოეთიდან ექსპორტირებულია 3,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბასმატის ბრინჯი. 260

პაკისტანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

FAO– ს თანახმად, პაკისტანის ბასმატისთვის უმაღლესი ხარისხის ტერიტორია მდებარეობს კალარის ვაკეზე, მდინარე რავსა და ჩენაბს შორის. პანჯაბის თითქმის მთელი ნაწილის მოყვანა პენჯაბის პროვინციაში ხდება, სადაც 2010 წელს ბრინჯის წარმოების მთლიანი რაოდენობა 2,47 მილიონი ტონა იყო.

ბასმატის ბრინჯის ახლო ხედი

ინდონეზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიამ წარმოადგინა საკუთარი ადგილობრივი ვარიანტი ბასმატი დასავლეთ ჯავასა და ცენტრალურ კალიმანტანში, რომლის წარმოების მოცულობა 8,2 ტონას აღწევს თითოეულ ჰექტარზე. ბასმატის თესლი პირველად ინდოეთიდან ჩამოიტანეს 2007 წელს, თუმცა თესლით მოყვანა ნიადაგის შეუსაბამობის გამო ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელს მოახერხა ბასმატიან და ადგილობრივ ბრინჯს შორის ჰიბრიდის წარმოება და მათი გაშენება.

ნეპალში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასმატის ბრინჯი მზადდება ძირითადად კატმანდუს ხეობაში და ნეპალის ტერაიის რეგიონში. ბასმატის ნეპალური სახეობის ექსპორტი სხვა ქვეყნებში აკრძალულია. შესაძლებელია ეს აკრძალვა გაუქმდეს მოთხოვნის გაზრდის გამო.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Pakistani rice: Second to all". dawn.com. April 8, 2019. Retrieved 11 July 2019.
  2. Madhya Pradesh loses GI tag claim for Basmati; India may ask Pakistan to check farming Financial Express (March 19, 2018)
  3. "De prijs van basmati: witte rijst met een donkere rand - National Geographic Nederland/België". National Geographic Nederland/België. Archived from the original on 2017-06-14. Retrieved 2018-03-21.
  4. "Rice Export from India". drdpat.bih.nic.in. Retrieved 2020-02-02.
  5. Traders call for easing ban on Basmati exports"". Kathmandu Post. 12 July 2016.