ბასილი ხანძთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.

ბასილი ხანძთელიIX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი.

მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ყოფილა გრიგოლ ხანძთელის დედის მსახურის შვილი. აღიზარდა ხანძთაში, სადაც ერთხანს გრიგოლს მეჯინობეობას უწევდა („კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა“), შემდეგ კი ხანძთის წინამძღვარი გახდა. გარდაიცვალა პარეხში, მიქელ პარეხელის სავანეში. ბასილი ხანძთელის აკროსტიქული საგალობლები შესულია მიქელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 2, გვ. 221-222, თბ., 1977