ბასილი ანკვირიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბასილი ანკვირიელი, მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი ხუცესი, მოღვაწეობდა ანკვირიაში (ანკარა) მე-4 საუკუნეში. მისი ხსენების დღეებია 22 მარტი და 28 ივნისი. მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები შემოინახა მეტაფრასულმა თხზულებამ "ღუაწლი წმიდისა და დიდებულისა მღვდელმოწამისა ბასილისი". ეს წმინდანი ებრძოდა წარმართებსა და არიანელებს. იმპერატორ ივლიანე განდგომილის (იულიანე აპოსტატი) ბრძანებით ხუცესს საშოლტე ტყავი გააძრეს და წამებით გამოასალმეს წუთისოფელს.