ბარძიმ ვაჩნაძე
იერსახე
| ბარძიმ ვაჩნაძე | |
|---|---|
| საქმიანობა | პოეტი[1] |
| პერიოდი | XVII საუკუნე |
ბარძიმ ვაჩნაძე — XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, „შაჰნამეს“ ქართული ვერსიების ერთ-ერთი ციკლის „უთრუთიან-საამიანის“ გამლექსავი.
ვაჩნაძის შესახებ სარწმუნო ცნობები არ შემონახულა. პატრი იოსებ ჯუდიჩი 1640 წელს რომში გაგზავნილ წერილში მას იხსენიებს „ბრძენ და უკეთილშობილეს ადამიანად“. ვაჩნაძე ზუსტად მისდევს ქართულ პროზაულ ტექსტს, მისი ლექსი საკმაოდ გამართულია, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა. ვაჩნაძის თხზულება დაიწერა ოდიშში, ლევან დადიანის კარზე, სადაც შესაძლოა ის ტყვედ ყოფილიყო (მსგავსად მამუკა თავაქალაშვილისა). ტექსტს აკლია დასაწყისი და დასასრული.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958. — გვ. 341-342.
- ბარამიძე ა., როსტომიანი, წგნ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.
- გვახარია ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 207.
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.