ბართერ-ოიე
იერსახე


ბართერ-ოიე (გერმ. Barther Oie) — გერმანიის კუნძული. მდებარეობს ბართერ-ბოდენის ლაგუნაში, ქალაქ ბართსა და ბალტიისზღვისპირა კურორტ ცინგსტს შორის. მიეკუთვნება მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეს.
კუნძულის ფართობია 850x800 მ და გვერდით მდებარე კუნძულ კირის მსგავსად ზღვის დონიდან მხოლოდ 1 მეტრზე იწევა. დღეისათვის, ბართერ-ოიე ბუნების ნაკრძალია დასავლეთ პომერანიის ლაგუნების ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბართერ-ოიე და კირი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.