ბარბარა იაგელონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბარბარა იაგელონი
Lucas Cranach d.Ä. - Bildnis Barbara von Sachsen (Gemäldegalerie, Berlin).jpg
საქსონიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 12 სექტემბერი, 1500
მმართ. დასასრული: 15 თებერვალი, 1534
წინამორბედი: სიდონია ბოჰემიელი
მემკვიდრე: კათარინა მეკლენბურგ-შვერინელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 ივლისი, 1478
დაბ. ადგილი: სანდომირი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 15 თებერვალი, 1534, (55 წლის)
გარდ. ადგილი: ლაიფციგი, გერმანია
მეუღლე: გეორგი, საქსონიის ჰერცოგი
შვილები: იოჰანი
ფრიდრიხი
კრისტინა, ჰესენის ლანდგრაფინია
მაგდალენა, ბრანდენბურგის კურფიურსტი
დინასტია: იაგელონები
მამა: კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე
დედა: ელიზაბეთ ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბარბარა იაგელონი (პოლ. Barbara Jagiellonka; გერმ. Barbara von Polen; დ. 15 ივლისი, 1478 — გ. 15 თებერვალი, 1534) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ასული. საქსონიისა და მეიზენის ჰერცოგინია 1500-34 წლებში როგორც გეორგ საქსონელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა დაიბადა 1478 წლის 15 ივლისს სანდომირში. იგი იყო პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის შუათანა ქალიშვილი. მას სახელი დედის ბებიის, საღვთო რომის იმპერატრიცა ბარბარა ცელიელის პატივსაცემად დაარქვეს.

1496 წლის 21 ნოემბერს, ქალაქ ლაიფციგში ბარბარა მიათხოვეს საქსონიის ჰერცოგ გეორგს. მათ ქორწილს 6,286 გერმანელი და პოლონელი დიდგვაროვანი დაესწრო. ეს ქორწინება მიმართული იყო გერმანია-პოლონეთის ალიანსის განმტკიცებისაკენ, რომელიც თავის მხრივ ჰაბსბურგთა წინააღმდეგ გაერთიანებას ისახავდა მიზნად.

1513 წელს ბარბარამ და მისმა ქმარმა დააარსეს მეიზენის კათედრალი. ისინი ამის შემდეგ ყოველ აღდგომას აქ ხვდებოდნენ. ბარბარა ქმარს უამრავ წერილს წერდა, როცა იგი ბრძოლაში იყო. როგორც ჩანს, წყვილს ძალიან მოსიყვარულე და ბედნიერი ქორწინება ჰქონდა;

ბარბარა გარდაიცვალა 1534 წელს ლაიფციგში, 55 წლის ასაკში. მისი ქმარი იმდენად განიცდიდა მის დაკარგვას, რომ წვერი მოუშვა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ატარებდა, რის გამოც მას „გეორგ წვერიანი“ შეარქვეს. ბარბარა დაკრძალეს მისივე დაარსებულ მეიზენის კათედრალში. რამდენიმე წლის შემდეგ, ბარბარა და გეორგი ვეტინთა საგვარეულო აკლდამაში გადაასვენეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კრისტოფი (1497), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. იოჰანი (1498-1537), ცოლად შეირთო ელიზაბეთ ჰესენელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. ვოლფგანგი (1499-1500), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ანა (1500), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. კრისტოფი (1501), დაიბადა მკვდარი;
  6. აგნესა (1503), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. ფრიდრიხი (1503-1539), ცოლად შეირთო ელიზაბეთ მანშფელდელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  8. კრისტინა (1505-1549), ცოლად გაჰყვა ჰესენის ლანდგრაფ ფილიპე I-ს;
  9. მაგდალენა (1507-1534), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგის პრინც იოჰაკიმ ჰექტორს;
  10. მარგარეტე (1508-1510), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Z. Wdowiszewski: Genealogia Jagiellonów i Domu Wazów w Polsce, Avalon, Kraków 2005, pp. 131–132 and genealogical table in p. 210.