ბანკურის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბანკურის ოლქი
ინგლ. Bankura
ბენგ. বাঁকুড়া
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შიდა დაყოფა Bankura Sadar subdivision, Khatra subdivision და Bishnupur subdivision
კოორდინატები 23°14′24″ ჩ. გ. 87°04′12″ ა. გ. / 23.240000° ჩ. გ. 87.070000° ა. გ. / 23.240000; 87.070000
დაარსდა 27 სექტემბერი, 1879
ფართობი 6882 კმ²
მოსახლეობა 3 596 674 (2011)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:30
ოფიციალური საიტი http://bankura.gov.in/
ბანკურის ოლქი — ინდოეთი
ბანკურის ოლქი

ბანკურის ოლქიინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალის ადამინისტრაციული ერთეული. შედის მედინიპურის დანაყოფში, რომელიც ერთ-ერთია დასავლეთ ბენგალის 5 ადმინისტრაციული დანაყოფიდან. ბანკურის ოლქს ჩრდილოეთიდან პურბა-ბარდჰამანის ოლქი და დასავლეთ ბარდჰამანის ოლქები ესაზღვრება, დასავლეთიდან ― პურულიის ოლქი, სამხრეთიდან ― ჯჰარგრამისა და დასავლეთ მედინიპურის ოლქები, ხოლო აღმოსავლეთიდა ― ჰუგლის ოლქის ნაწილი. ბანკურის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მდინარე დამოდარი მიედინება, რომელიც ბანკურს ბურდვანის ოლქისგან გამოჰყოფს.[2] ოლქის დედაქალაქი ქალაქ ბანკურში მდებაროებს.

ოლქს „აღმოსავლეთიდან ბენგალის ვაკეებისა და დასავლეთით ჩოტა-ნაგპურის პლატოს დამაკავშირებლად“ მოიხსენიებენ. ოლქის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ალუვიური ვაკეებია გაშლილი, ხოლო დასავლეთით ხმელეთის ზედაპირი მაღლდება და კლდოვანი ბორცვების ტალღოვან რელიეფს ქმნის.[3]

ბანკურის რაიონი დასავლეთ ბენგალში, მალაბჰუმის ისტორიული (მალის სამეფო) სამეფოს ცენტრი იყო და გვიანი შუა საუკუნეების ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებითაა ცნობილი. ვიშნუიზმმა, რომელმაც XVII საუკუნეში მალის სამეფოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი მიიღო, რეგიონის კულტურის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. 1765 წელს მალის საეფო ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიამ დაიპყრო და თანამედროვე ბანკურის ოლქი 1881 წელს ჩამოყალიბდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანკურის ოლქი მედინიპურის დანაყოფის ნაწილია. ოლქი ჩრდ. 22° 38’ განედიდან 23° 38’ განედამდე და აღმ. 86° 36’გრძედიდან 87° 46’ გრძედამდეა გაშლილი. ოლქის ფართობი 6 882 კმ²-ია. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბარდჰამანის ოლქი ესაზღვრება, რომლისგანაც მდინარე დამოდარითაა გამოყოფილი. სამხრეთ-აღმოსავლეთით ოლქს ჰუგლის ოლქი ესაზღვრება, სამხრეთით ― პასჩიმ-მედინიპურის ოლქი, ხოლო დასავლეთით ― პურულიის ოლქი.[3][4][5] ოლქს „აღმოსავლეთიდან ბენგალის ვაკეებისა და დასავლეთით ჩოტა-ნაგპურის პლატოს დამაკავშირებლად“ მოიხსენიებენ. ოლქის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ალუვიური ვაკეებია გაშლილი, ხოლო დასავლეთით ხმელეთის ზედაპირი მაღლდება და კლდოვანი ბორცვების ტალღოვან რელიეფს ქმნის. ოლქის დიდი ნაწილი ჯუნგლებითაა დაფარული.[3]

ბანკურის ოლქის მდინარეები

ოლქის დასავლეთ ნაწილში მწირი, რკინის ოქსიდის შემცველი და ლატერიტიანი ნიადაგია, რომელის ჯუნგლებითა და სალის ტყეებითაა დაფარული. გონდვანის სისტემა ოლქის ჩრდილოეთ ნაწილსა და დამოდარიდან სამხრეთით, მეჯიისა და ბიჰარინათის მთებს შორისაა წარმოდგენილი.

ოლქის ტერიტორიაზე შედარებით მაღალი ბორცვებია: ბიჰარინათი და სუსუნია. პირველი ზღვის დონიდან 448 მეტრის სიმაღელზე მდებარეობს, ხოლო მეორე ― ზღვის დონიდან 440 მეტრის სიმაღლეზე.[3]

ბანკურის ოლქის მდინარეები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, მეტ-ნაკლებად ერთმანეთის პარალელურად, მიედინება. მათი ნაწილი დასავლეთ ბორცვებზე იღებს სათავეს. ხშირის წვიმების შემდეგ მდინარეების წყალდიდობაა დამახასიათებელი. მთავარი მდინარეებია: დამოდარი, დვარკაკესვარი, შილაბატი, კანგსაბატი, სალი, განდჰესვარი, კუხრა, ბირაი, ჯაიპანდა, ბჰაირაბანკი. მდინარე შილაბატზე, ჰარმასრის მახლობლად და მდინარე კანგსაბატზე, რაიპურში, რამდენიმე პატარა ჩანჩქერია.[3]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუსუნიის ბორცვები

ოლქის დასავლეთ ნაწილში კლიმატი უფრო მშრალია, ვიდრე აღმოსავლეთ ან სამხრეთ ბენგალის ნაწილში. მარტის დასაწყისიდან ადრეულ ივნისამდე ცხელი დასავლეთის ქარებია გაბატონებული და ჩრდილში ტემპერატურა 45 °C-მდე (113 °F) აღწევს. მუსონის დროს, ივნისიდან სექტემბრამდე, შედარებით სასიამოვნო ამინდია. საშუალო ნალექიანობა 1 400 მმ-ს უდრის. ყველაზე მეტი ნალექი ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ზამთარში უფრო სასიამოვნო კლიმატია და დეკემბერში ტემპერატურა 27 °C-ზე (81 °F) დაბლა ეცემა.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1901 1 116 411
1911 1 138 670 +2.0%
1921 1 019 941 −10.4%
1931 1 111 721 +9.0%
1941 1 289 640 +16.0%
1951 1 319 259 +2.3%
1961 1 664 513 +26.2%
1971 2 031 039 +22.0%
1981 2 374 815 +16.9%
1991 2 805 065 +18.1%
2001 3 192 695 +13.8%
2011 3 596 674 +12.7%

2011 წლის აღწერის მიხედვით, ბანკურის ოლქის მოსახლეობა 3 596 674 ადამიანს შეადგენს,[6][7] რაც თითქმის ლიეტუვის მოსახლეობის[8] ან აშშ-ის შტატ კონექტიკუტის მოსახლეობის ტოლია.[9] ინდოეთის 739 ოლქს შორის ბანკურა მე-80 ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.[7] ოლქის მოსახლეობის სიმჭიდროვე 523 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.[7] 2001-2011 წლებში მოსახლეობის ზრდის ტემპი 12.64%-ს უდრიდა.[7] ყოველ 1 000 კაცზე 954 ქალი მოდის. მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 70.95%-ის ტოლია. მოსახლეობის 8.33% ურბანულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 census of India
  2. Bankura District. District Administration. ციტირების თარიღი: 17 April 2017
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 O’Malley, L.S.S., ICS, Bankura, Bengal District Gazetteers, pp. 1-20, first published 1908, 1995 reprint, Government of West Bengal
  4. Bankura, West Bengal. Location and extent. District administration. ციტირების თარიღი: 11 July 2009
  5. Provisional population totals, West Bengal, Table 4, Bankura District. Census of India 2001. Census Commission of India. ციტირების თარიღი: 12 July 2009
  6. Table C-01 Population by Religion: West Bengal. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 District Census Handbook: Bankura. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  8. US Directorate of Intelligence. Country Comparison:Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტატა: „Lithuania 3,535,547 July 2011 est.“ ციტირების თარიღი: 1 October 2011
  9. 2010 Resident Population Data. U. S. Census Bureau. ციტატა: „Connecticut 3,574,097“ ციტირების თარიღი: 30 September 2011